ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას ცნობა ისიდორე კვიცარიძისა და კონსტანტინე ონიკაშვილის ვექსილების ვადის გასვლის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეების გარდა სოფელ ჯუმათში იყვნენ სხვა ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა და ამ მიზეზით არ შემოჰყავდათ სკოლაში.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად დარია ფალავანდიშვილი, კირილე არველაძე და მიხეილ ბახტაძე წარადგინეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის განცხადება, რომ გამგეობას შეესყიდა დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 სექტემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ხელფასი არ ჰყოფნიდა, მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, ამიტომ სთხოვდა, დაეჯილდოებინა იგი 10 თუმნით და მისი ხელფასიდან არ გამოერიცხა ბათუმის სკოლის სასარგებლოდ გამართული ცირკის წარმოდგენიდან შემოსული ფული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ვლადიკავკაზის საკვირაო სკოლას 70.30 მანეთის საკანცელარიო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 25 აგვისტოს არისტოფანე რამინაშვილის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლაში საგურამოს სკოლის მასწავლებელი ილია რუხაძე გადაიყვანა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაბრიელ გოზალიშვილმა „დედაენის“ 50 ეგზემპლარი სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 25 აგვისტოს ოლიმპიადა მიქელაძისა, იობა ისაკაძე და ბარბარე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესული 117 განაცხადიდან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ პირთ: ნინო გრიგოლის ასულ ლასხიშვილს, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაიას, სილოვან გიორგის ძე ყიფიანს, დავით მელიტონის ძე ჩხეიძეს, დავით ლევანის ძე მჭედლიშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილს, შალვა გიორგის ძე ტატიშვილსა და სიმონ ფიცხელაურს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის სკოლის დაარსების შესახებ. გამგეობამ ამ საქმის შესწავლა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძესა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაავალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სილოვან ხუნდაძის მიერ საზოგადოების მე-3 წიგნაკის დაკარგვის საკითხი განიხილა. ხუნდაძეს ახალი წიგნაკი 1901 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზის სკოლისთვის 40 „საღვთო ისტორიისა“ და 150 ქართულის რვეულის გაგზავნა სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, პეტრე გრიგოლის ძე მამრაძისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გადაეცათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე იყო, წიგნის მაღაზია გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე. იმ წელს ჭიათურის განყოფილების შემოსავალი იყო 832. 18 მან., გასავალი – 578. 12. 1917 წლის პირველ იანვარს 254. 06 მან. ნაშთი ჰქონდა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ ჯუმათის სკოლაში იყო 19 მოსწავლე, რომელთაც თავად არ შეეძლოთ სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების ყიდვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ ჯუმათის სკოლაში სწავლობდა 37 ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 74.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ლუკა გაბადაძის ცნობით, 1881 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ დეხვირის სკოლაში 10 მოსწავლე ღარიბი მშობლების შვილი იყო, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი ხარჯით სახელმძღვანელო წიგნებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელმა ლუკა სვიმონის ძე გაბადაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ სოფელ დეხვირის სკოლამ ერთხელ მიიღო მხოლოდ წიგნები, 56 ცალი, სასწავლო ნივთები კი არ მიუღია. წიგნები დაარიგეს მოსწავლეებს შორის.