ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, მიეცათ სახლის ქირა 20 მან. და დარაჯის ერთი წლის ხელფასი 15 მან.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, თბილისის გუბერნატორის, პოდპოლკოვნიკ ივანე სვეჩინისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოებას სოფელ შილდაში სურდა ფასიანი (და არა უფასო) სამკითხველოს გახსნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა თბილისის გუბერნატორის, პოდპოლკოვნიკ ივანე სვეჩინის წერილი შილდაში სამკითხველოს დაარსების შესახებ. გადაწყდა, გუბერნატორისთვის ხელმეორედ ეთხოვათ იქ სამკითხველოს გახსნა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე ამავე სკოლის ინსპექტორად დაინიშნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა წიგნსაცავ-მუზეუმისა და საისტორიო საზოგადოების მუზეუმის გაერთიანება, თუმცა საისტორიო საზოგადოებამ ეს წინადადება არ მიიღო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა, პოდპოლკოვნიკმა ივანე სვეჩინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა შილდაში სამკითხველოს დაარსების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ ივლისს ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხელნაწერები სთხოვა. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ჟენევის ბიბლიოთეკას 115 მანეთი გაუგზავნეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 აპრილს ნინო აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ასწავლიდნენ ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე, სკოლაში 44 მოსწავლე იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ალექსანდრე ყიფშიძეს ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულების ლიკვიდაციის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მითითების შესრულება დაევალა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება, რომ არქივის გადარჩევის დროს გაიყიდა საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი წიგნები და ქაღალდები, საიდანაც საზოგადოებას შემოუვიდა 69 მანეთი და 75 კაპიკი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბათუმის ქართული სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა ალექსანდრე მგელაძემ სთხოვა, მისი შვილის, დავითისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ საკითხზე გამგეობასთან მას ბათუმის განყოფილების გამგეობამ უშუამდგომლა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება პირველი ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა სხვა ადგილას გადატანამდე დაეკეტათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების ბიბლიოთეკის რევიზიის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულის შესაძენად სათავადაზნაურო კომისიისგან ორასი თუმნის სესხების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება, რომ გამგეობას ფული ბანკში შეენახა. გამგეობამ ბანკში 4 ათასი მანეთის შეტანა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 მაისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სტეფანე ესტატეს ძე ჩხენკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, დაეჩქარებინათ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენებების დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრმა, ზურაბ გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო 1500 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სომეხთა კათოლიკოს მათეოს II-ს თბილისში მიღებაზე უნდა შეხვედროდნენ ლუარსაბ ბოცვაძე და სამსონ ფირცხალავა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გახსნილ მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამის ბიბლიოთეკებს განაგებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი.