ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბათუმის ქართული სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა ალექსანდრე მგელაძემ სთხოვა, მისი შვილის, დავითისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ საკითხზე გამგეობასთან მას ბათუმის განყოფილების გამგეობამ უშუამდგომლა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება პირველი ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა სხვა ადგილას გადატანამდე დაეკეტათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების ბიბლიოთეკის რევიზიის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულის შესაძენად სათავადაზნაურო კომისიისგან ორასი თუმნის სესხების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება, რომ გამგეობას ფული ბანკში შეენახა. გამგეობამ ბანკში 4 ათასი მანეთის შეტანა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 მაისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სტეფანე ესტატეს ძე ჩხენკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, დაეჩქარებინათ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენებების დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრმა, ზურაბ გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო 1500 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სომეხთა კათოლიკოს მათეოს II-ს თბილისში მიღებაზე უნდა შეხვედროდნენ ლუარსაბ ბოცვაძე და სამსონ ფირცხალავა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გახსნილ მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამის ბიბლიოთეკებს განაგებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის, კანცელარიისა და მუზეუმის დაზღვევა გადაწყვიტეს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის პირველ ივლისს კახათის მცხოვრებლებმა ალექსანდრე მეუნარგიამ და თეიმურაზ ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელში სკოლის დაარსება სთხოვეს. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა სოფელ ჭაგნის ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება, რომ გამგეობას გაემართა საღამო, რომლიდან შემოსული თანხაც საზოგადოების საქმეებს მოხმარდებოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამო 22 დეკემბერს დაინიშნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ძველი სენაკისა და ბათუმის სკოლების რევიზიის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გამოცემის ხელშესაწყობად სამწიგნობრო სექციის დაარსების წინადადებით მიმართა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, საზოგადოებას ჰქონოდა პერიოდული გამოცემა. გამგეობა დაეთანხმა. ადმინისტრაციული სექციის დადგენილებით, მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანდნენ გამოცემისთვის საჭირო თანხას, საზოგადოების ბაქოსა და ქუთაისის განყოფილებებს კი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების საზოგადო სხდომაზე განყოფილების გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ მალაქიას ძე ჯაფარიძე, ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე ხოშტარია, ნოე ალმასხანის ძე ჟღენტი და ბეგლარ იესეს ძე მამალაძე

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარი განყოფილება (მდივანი – დავით კარიჭაშვილი) ქუთაისის ფილიალს განსახილველად უგზავნის მუხიანის სამკითხველოს გამგის თხოვნას დახმარების თაობაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის მასწავლებლებს განუცხადა, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები უნდა გამოესწორებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11555 მანეთი და 69 კაპიკი, სათადარიგოდ – 9605 მანეთი, წიგნებისთვის კი – 1299 მანეთი და 13 კაპიკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი იყო, 4 სხდომა გამართა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სახალხო სკოლებში გაგზავნილი მასწავლებლები ადგილობრივი სამკითხველოების ხელმძღვანელებად დაენიშნათ.