რეგისტრირებული ფაქტები51866
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ვასილ კოპტონაშვილი თიანეთის მაზრის სოფ. ამტნისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო ტიმოთეს ძე სახოკიას მოხსენება ეთნოგრაფიული წიგნების შეგროვების შესახებ. გამგეობამ მას ნივთების შესაძენად 6 თუმანი მისცა და ხელნაწერებზე ყურადღების მიქცევა სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიდი გომარეთის სკოლის პედაგოგ ილია გიორგის ძე სეხნიაშვილს მადლობა გამოუცხადა და ჯილდოდ 50 მანეთი გადასცა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს განათლების საზოგადოების გამგეობამ ქალთა სემინარიის მმართველად ანა (ოლღა) სოლოღაშვილი აირჩია.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და სამსონ ფირცხალავა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ შილდის სკოლის მასწავლებელ გიორგი აღნიევს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს დაეკმაყოფილებინათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა ერთი თუმნით დახმარების თაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: იოსებ ივანეს ძე ბერეჟიანი, კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე, ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე, მიხეილ ბესარიონის ძე ბახტაძე და ილია გიორგის ძე მჭედლიშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის ანდერძთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე მიეწვიათ ვექილები: გიორგი გვაზავა, ირაკლი გუნცაძე და ივანე ზურაბიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) 44 მოსწავლიდან ერთი რუსი იყო, დანარჩენები ქართველები იყვნენ, მათგან 35 – ქრისტიანი, 9 – მაჰმადიანი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის თხოვნა ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების შესასწავლად მიცემის შესახებ. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საისტორიო-საარქეოლოგიო სექციას მიანდო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა და მოსკოვში მცხოვრებმა სხვა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად ხელნაწერები გაუზავნეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის სახალხო სკოლის მასწავლებელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ეკატერინე გაბაშვილის ყულაბაში 8. 30 მანეთი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ელენე ბაბუთოვისას ყულაბაში 88 კაპიკი იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა ხელთუბნის სკოლის ხელახლა გახსნის შესახებ. მას და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაევალათ სკოლის შენობის დათვალიერება და ხარჯების გამოთვლა, რა ოდენობის თანხა დასჭირდებოდა მის შეკეთებას.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ევგენია კასრაძე მცხეთის სამთავროს მონასტრის სკოლის მასწავლებელი იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 მაისს მოსკოვის საქალაქო უნივერსიტეტის მსმენელმა, ექვთიმე დავითის ძე კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას შეატყობინეს, რომ განყოფილების ქონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაისსა და ივნისში გადაწყვეტილი ჰქონდათ სახალხო სეირნობის და ლატარია-ალეგრის გამართვა. მეფისნაცვლისგან ნებართვის ასაღებად დახმარება მთავარ გამგეობას სთხოვეს.