ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს რევაზ შალვას ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი, მდივანი - ი. ბაქრაძე) 1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ადგილობრივი სტამბისთვის ღირსეული ადმინისტრატორის მოძებნა, უვარგისობის გამო დათხოვნილი გლავაცკის ნაცვლად, დაევალათ: ფილიალის გამგეობის წევრებს - მარიამ ვარდოსანიძესა და ტრიფონ ჯაფარიძეს, ბიბლიოთეკების მეთვალყურეს - მელიტონ დოლაბერიძეს.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის სამკითხველოში 2347 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 25 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 846, ისტორიულ-გეოგრაფიული – 536, საბავშვო – 370 და სხვადასხვა სახის წიგნი – 500.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს იოსებ ივანეს ძე შალიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მღვდელი ლავრენტი ივანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იყო.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მიხეილ სერგის ძე შახპარონიანცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ნაფიცი ვექილი დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ 898.81 მანეთი გასცა.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი კონსტანცია ტურიაშვილი. მან თავისი ქონება საზოგადოებას და თბილისის ქართულ გიმნაზიას შესწირა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ანეპოდისტე იასეს ძე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სენაკის განყოფილების გამგეობა აუწყებს, რომ ადგილობრივმა რევკომმა ჩამოართვა მას მაღაზია და სხვა ქონება და რჩევისთვის მიმართავს მთავარ გამგეობას. მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა კომისრისა და განათლების კომისარიატის წინაშე შუამდგომლობა ჩამორთმეული ქონების სენაკის განყოფილებისთვის დაბრუნების საკითხზე. ასეთივე პრობლემა ყოფილა ბორჯომის განყოფილებაშიც და გამგეობამ ამ საქმესთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა შუამდგომლობა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნაძალადევის სამკითხველოში 2403 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 43 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 586, ისტორიულ-გეოგრაფიული – 379, სასოფლო-სამეურნეო – 113, საბუნებისმეტყველო – 241 და საბავშვო წიგნი – 98.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 2237.31 მანეთი შეუვიდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 365. 99 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 7844. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.