რეგისტრირებული ფაქტები51866
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკას 50 ხელმომწერი ჰყავდა. ბიბლიოთეკიდან გატანილი იყო 1 სასულიერო შინაარსის წიგნი, 99 მოთხრობა-პიესა, 14 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 1 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 11 საზოგადოებრივი, 8 საბუნებისმეტყველო, 11 სასოფლო-სამეურნეო ხასიათის გამოცემა და 9 ჟურნალი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ბარბარე ანდრონიკაშვილისა 1881 და 1882 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების შემოსავალი 5830. 91 მანეთი იყო, გასავალი – 5523. 89.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ პირველ სექტემბერს სწავლა 10-მა ქრისტიანმა მოსწავლემ დაიწყო, მაჰმადიანი ბავშვები კი სოფლებიდან არ იყვნენ დაბრუნებულები.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს მელიტონ თომას ძე ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგეობამ განიხილა მაღაზიის მსახურ პ. გლადიშევის თხოვნა მამის ავადმყოფობის გამო დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გლადიშევისთვის 10 000 მანეთი მიეცა.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1914
ტიპი: სტატუსი
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ანგარიშში 1914 წლის 1-ლი იანვრისთვის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: არტემ კვაჭანტირაძე, ისიდორე კვიცარიძე, დავით კვირკველია, ნესტორ კვარაცხელია, გიორგი კილაძე, სოფიო კიკაჩეიშვილი, ნიკო კილასონია, ანტონ კილასონია, ბაგრატ კიკნაძე, ოლღა კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილი, მელქისედეკ კობახიძე, იონა კობახიძე, ლუცია კოკოჩაშვილისა, ზაქარია კოკოჩაშვილი, მარიამ კონსტანტინოვისა, ვერა კორძაია, ნოე კორძაია, ალექსანდრე კრინიცკი, გრიგოლ ლაღიძე, ოლღა ლეკვეიშვილისა, სპირიდონ ლეკვეიშვილი, მარიამ ლაღიძე, ერმალო ლომიძე,, თამარ ლომიძე, ნინა ლომიძე, სოფიო ლორთქიფანიძისა, ანთიმოზ მაისურაძე, - ყველა მათგანს გადახდილი აქვს 1913 წლის საწევრო (3-3 მანეთი).
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სიმონ როსტომის ძე წერეთელი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივლიანე გოგოლაშვილის თხოვნა, ავანსად მიეცათ 6 თვის დახმარება – 120 000 მანეთი. პრეზიდიუმის ცნობით, მას თანხა უკვე მიღებული ჰქონდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს როტმისტრი ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი პოლიტიკური განათლების საბიბლიოთეკო განყოფილება სთხოვს 3 მილიონის წიგნებს ნისიად. განჩინებით ამ თხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო განათლების კომისარიატის ოფიციალური მიმართავა. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე შიო დედაბრიშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავმა და მუზეუმმა შეწირულობა მიიღო ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკისგან, საეკლესიო მუზეუმის, „შორაპნის“ და ფილარმონიის საზოგადოების, „ჯეჯილის“, „შრომის“, „ნაკადულისა“ და „სახალხო გაზეთის“ რედაქციებისგან.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ასლან ვახტანგის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.