ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1878

ტიპი: სტატუსი

1878 წელს დიმიტრი ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ბალახანიდან აცნობებენ, რომ იაკობ მანსვეტაშვილის დავალებით ნავთობმრეწველთა კანტორიდან ერიცხებათ 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და სთხოვენ დაუდასტურონ თანხის მიღება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 5094.36 მანეთი ჰქონდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის სამკითხველოში 734 წიგნი ინახებოდა. აქედან სასულიერო შინაარსის იყო 20 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 116, ისტორიულ-გეოგრაფიული – 34, სასოფლო სამეურნეო – 7, საბუნებისმეტყველო – 16 და სხვადასხვა სახის წიგნი – 13.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალ-მაიორი სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს წლიური კრებისთვის თავადაზნაურთა შენობაში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ზარალის შესახებ მოხსენების გაკეთება დაავალეს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვერის სამკითხველოში 2094 ცალი წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 100 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 650, ისტორიულ-გეოგრაფიული – 241, სასოფლო-სამეურნეო – 810, საბუნებისმეტყველო – 139 და საბავშვო – 162 წიგნი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 23 ოქტომბერს პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და გიორგი მიხეილის ძე ყაზბეგი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 23 სექტემბერს ირაკლი პორფირეს ძე ჭიპაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში კატალოგით ინახებოდა 1835 ხელნაწერი, 3614 დაბეჭდილი და 3276 უცხოენოვანი გამოცემა. წიგნსაცავში ასევე ბლომად ძველი ფული, სურათი და არქეოლოგიური ნივთი ჰქონდათ.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 23 სექტემბერს მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი საგარეჯოს სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში კატალოგით ინახებოდა 1828 ხელნაწერი, 3392 დაბეჭდილი და 2512 უცხოენოვანი გამოცემა. წიგნსაცავში ასევე ბლომად ძველი ფული, სურათი და არქეოლოგიური ნივთი ჰქონდათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის წიგნებისა და რვეულების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის ქალთა პროფესიული სკოლის თხოვნა წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია წერეთელი თბილისის I და II სახალხო სამკითხველოების გამგე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პოლიტპატიმრების თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 23 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 387. 64 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6544. 80 მანეთი და შენახული თანხა – 9502. 92 მან.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის სამკითხველოში 1464 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 17 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 779, ისტორიულ-გეოგრაფიული – 72, სასოფლო სამეურნეო – 29, საბუნებისმეტყველო – 25 და საბავშვო – 213.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძის ინიციატივით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების: კირილე ლორთქიფანიძის, სილ. ლომიას, იონა მეუნარგიას, იოსებ ოცხელის, ილია ყიფშიძის, დავით ახვლედიანის, ნიკოლოზ თუთბერიძის, პორფირე გუნიასა და ივლიანე კიზირიას ხსოვნას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სამტრედიაში საზოგადოების აგენტად ირაკლი სიხარულიძის დანიშვნის შესახებ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავმა და მუზეუმმა შეწირულობა მიიღო ელენე ორჯონიკიძის, ნიკოლოზ იაკობის ძე მარის, იოსებ ალექსის ძე ყიფშიძის, ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის, სიმონ ავალიანის, გრიგოლ გასპარის ძე ხეჩუაშვილის, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილის, ვასილ ილიას ძე რცხილაძის, მიხეილ დანელიასა და ტატიანა რამიშვილისგან.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 23 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 17-დან 23 ოქტომბრამდე საზოგადოებაში შევიდა 514.14 მანეთი და დაიხარჯა – 341.63.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს ვერის ბიბლიოთეკის შემოწმება დაავალა.