რეგისტრირებული ფაქტები51866
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკო სიმონის ძე გოცირიძე, ალექსი ანდრიას ძე გურგენიძე, ალექსანდრე გოგიძე და იოსებ გრიგოლის ძე გალაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 427.95 მანეთი შეუვიდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: სოლომონ (ჩიტა) ანდრიას ძე კასრაძემ, იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილმა, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელმა, დავით დავითის ძე კობალაძემ, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელმა, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძემ, ვასილ გაბრიელის ძე მჟნოვმა, მარიამ გიორგის ასულმა წინამძღვრიშვილისამ, იოსებ ისაკის ძე კასრაძემ და მიხეილ ანდრიას ძე მაისურაძემ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს, სამხედრო კორპუსის შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილის განკარგულება შესრულდა – დელეგატები რუსებთან მოსალაპარაკებლად წავიდნენ, ხოლო არტილერია ვერის დაღმართის გავლით პოზიციების დასაკავებლად გაემართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ 100 მანეთი გასცა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კოტე ლუკას ძე მოსულიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს თომა მოსულიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სოლომონ გომართელი (გომარელი), მიხეილ დიმიტრის ძე გვინერია, ისაკ გაბრიელის ძე გაზაშვილი, ადამ იოსების ძე გზევაშვილი, იასონ გობეჯიშვილი და მიხეილ იოსების ძე გოგლიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნინო ალექსის ასული გიორგაძე, ნიკოლოზ გვარაძე, სვიმონ გალაშვილი, ელენე ივანეს ასული გიორგობიანი და თამარა სტეფანეს ასული გეგუჩაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ პანტელეიმონ ალექსის ძე გიორგობიანი, მარიამ სპირიდონის ასული გველესიანი და ლევანტი დიმიტრის ძე გაგოშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს სოლომონ ვადაჭკორია, სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე, ანა (ოლღა) ილიას ასული სოლოღაშვილი, სამსონ იოსების ძე ანთაძე, პორფირე სამსონის ძე წირქვაძე, უშანგი ელიავა, იაკობ ცინცაძე, მალაქია სირაძე, გიორგი თომას ძე ცინცაძე და პავლე დავითის ძე საყვარელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანმა იასონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისა და სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოების ანგარიშები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1921 წლის ხარჯთაღრიცხვა. პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი ხარჯთარიცხვა დამტკიცდა მცირე შესწორებით: სკოლებისთვის უნდა გადადებულიყო 500000 მანეთი და მოულოდნელი ხარჯებისთვისაც ამდენივე. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფული 5422.31 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 13-დან 21 ნოემბრამდე საზოგადოებას 16953.42 მანეთი ჰქონდა.