ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სწავლების ყველა საფეხურის გაეროვნებასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებას მასწავლებელთა გადამზადებისთვის – 150 000 მანეთი, ხოლო ქართული სახელმძღვანელოების გამოსაცემად 200 000 მანეთი სთხოვა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს იულია ადამის ასული ზუბალაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კალისტრატე ბიჭიას ძე ჯაფარიძე, ვასილ ბურდღუს ძე მალაშხია, ვასილ ივანეს ძე აბულაძე და თამარ ზაქარიას ასული აზმაიფარაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ალექსანდრე დავითის ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883 წელს პორფირი ვაშალომიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ნიკოლოზ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების რწმუნებულთა არჩევის საკითხი. გამგეობის მიერ მიღებული ცნობის თანახმად თბილისის განყოფილებას ჰყავდა 2000 წევრი, ბორჯომს – 154, ფოთს – 75, ხონს – 73, სენაკს – 191, ცხინვალს – 60, ქუთაისს – 394, ჭიათურას – 20, ვეჯინს – 100, ლანჩხუთს – 77. სულ 3144. წესდების თანახმად უნდა აერჩიათ 60 რწმუნებული, ე. ი. 50 კაცზე ერთი დელეგატი. ამრიგად თბილისის განყოფილებას უნდა აერჩია 89 დელეგატი, ბორჯომს – 3, ფოთს – 1, ხონს – 1, სენაკს – 3, ცხინვალს – 1, ქუთაისს – 8, ჭიათურას – 1, ვეჯინს – 2, ლანჩხუთს – 1. სულ – 60. გამგეობამ რწმუნებულთა მორიგი კრება 3 ივლისს დანიშნა. განყოფილებებს უნდა აერჩიათ დელეგატები პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული პროპორციის მიხედვით.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მღვდელი სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ გიორგი ალექსის ძე ხელაშვილი, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი და გიორგი დავითის ძე ჯავრიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ანდრია ზაქარიას ძე ჯაბიშვილი, ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე და კონსტანტინე თომას ძე ხახანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ანტონის ძე დაფქვიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი ი. ოცხელი, მდივანი ი. ბაქრაძე) უვარგისობის გამო დაითხოვა ადგილობრივი სტამბის ადმინისტრატორი (ფაქტორი) გლავაცკი და ეძებდა მის შემცვლელს.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს დავით ივანეს ძე დათოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 398. 24 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1966. 86 და შენახული თანხა – 7202. 92.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ფილიპე ბუჭუას ძე მგელაძე, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჩიგოგიძე და გორის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის პედაგოგი მიხეილ რომანოზის ძე ზაალიშვილი განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას დაესწრნენ.