ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში მათ სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროსთვის წინასწარ უნდა გაეცნოთ. ასევე აცნობეს, რომ კანონით საღვთო სჯული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გადაიხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილ-მხარგრძელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნინო (ნინა) კონსტანტინეს ასული ებრაელიძე (ებრალიძე) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ თავის სტამბასთან ფასიანი ბიბლიოთეკა გახსნა, რომელიც 1892 წლიდან უფასოდ ემსახურებოდა მკითხველებს. 1897 წელს კონსტანტინე თავართქილაძემ თავისი ბიბლიოთეკის მთელი ფონდი უსასყიდლოდ გადასცა ქალაქის მმართველობის მიერ ახლად გახსნილ სახალხო ბიბლიოთეკას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ელისაბედ გრიგოლის ასული სიდამონ-ერისთავი, მათე ისააკის ძე სუხიაშვილი და აბრამ ილიას ძე ტურიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 მაისს გიორგი მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ლევან გიორგის ძე ჯანდიერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1887

ტიპი: სტატუსი

1887 წელს ერისტო სვიმონის ძე საბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვასილ გირიგოლის ძე ედილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერი იყო.

1887

ტიპი: სტატუსი

1887 წელს მარგარიტა გიორგის ასული ბენკლევსკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის აპრილში მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის ფონდში 2392 მანეთი და 32 კაპიკი ინახებოდა.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წელს ნიკოლოზ ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს კვაჯი დურუკოს ძე აკირტავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1887

ტიპი: სტატუსი

1887 წელს ნიკოლოზ ფაჩულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს კოწია ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს ქიშვარდ ჯუღელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის პირველ აპრილს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის საფლავის ძეგლის ასაგები ფულის შენახვა სთხოვა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გენერალ-ლეიტენანტი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი თბილისის გუბერნიის მარშალი იყო.