ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიას მიერ სოხუმში დაარსებული სამკითხველო დაიხურებოდა, თუ ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ. დახმარების სურვილი 26-მა პირმა გამოთქვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სომხების ერთ-ერთმა პარტიამ ხმოსნობის კანდიდატთა სიაში 16 ქართველი შეიყვანა, მათ შორის ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი ჟურულს ერობის საქმის გამო დანიშნულ კომისიაში წარსადგენად ვრცელი ანგარიშის შედგენა დაევალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალიოზ შიხინოვი აფთიაქის დაარსებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში თბილისის სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის წამლების უფასოდ დარიგებას აპირებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს სთხოვა, რომ იმ წელს თბილისის გუბერნიის გლეხები სამხედრო ბეგრისგან გაეთავისუფლებინათ, რადგან საქონლის ჭირის გამო მათ ჯარისკაცთა ბარგის გადასატანად ხარ-ურმის გამოყვანა აღარ შეეძლოთ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ცხინვალის მოსახლეობა ეფემია მაჩაბელს ადგილობრივი სამკითხველოს გადასარჩენად თანხის შეწირვას სთხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ეფემია მაჩაბელი ცხინვალში საღამოებს მართავდა ხოლმე, რომლებზეც დიდი თანხა გროვდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძემ გახსნა თბილისში პირველი კერძო პანსიონი ქალებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძე თავის პანსიონსა და სასწავლებელში ქალებს საცხოვრებლად იღებდა და იმავდროულად საშუალო სასწავლებელში მისაღებადაც ამზადებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით თეოფილე გოგიტიძემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას გუდაუთას წიგნთსაცავისთვის ცამეტი წიგნის გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით სარდიონ დალაქიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 აპრილის „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მარიამ წინამძღვრიშვილსა და ლავრენტი ჯავროვს სოფელ ხოვლეს სამკითხველოში წიგნების გაგზავნისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე ხუსკივაძესა და ზაქარია ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადეს სერგეი მესხის სახელობის სახალხო ბიბლიოთეკისა და უფასო სამკითხველოსთვის ქართული წიგნების გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნიკოლოზის ზურაბის ძე ჭავჭავაძის მემკვიდრეებმა ალექსანდრე როინიშვილს ქართული ეროვნული მუზეუმისთვის განსვენებულის მიერ დანატოვარი ათი ნივთი გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით, პეტერბურგის უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიქტორ კანდელაკი სტიპენდიით ჩაირიცხა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 აპრილის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სოფრომ ივანეს ძე კიკნაძეს წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი გადაეცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სომხების ერთ-ერთმა პარტიამ ხმოსნობის კანდიდატთა სიაში 16 ქართველი შეიყვანა, მათ შორის გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი და სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სომხების ერთ-ერთმა პარტიამ ხმოსანთა კანდიდატთა სიაში 16 ქართველი შეიყვანა. მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე ბაქრაძე, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი და ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ოზურგეთში პლატონ ბერიძის ორგანიზებით დაარსდა სპეციალური წრე მათთვის, ვისაც თამბაქოსთვის თავის დანებება უნდოდათ. თუკი ამ წრეში ჩაწერის შემდეგ ადამიანი მაინც მოწევდა, ის ვალდებული იყო ოზურგეთის წიგნსაცავისთვის ხუთი მანეთი გადაეხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ელისაბედ ყაზბეგმა, ლუკა რაზიკაშვილმა და ეკატერინე ამილახვარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ალექსანდრე ყიფშიძემ, ანა პავლიაშვილმა და იაკობ ცინცაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი ვარაუდობდა, რომ მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უილსონის მიერ შემოთავაზებული სავაჭრო თავისუფლების წინადადება ყველა სახელმწიფოსათვის მისაღები იქნებოდა და ეს მიმდინარე ომის გავლენით მოხდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო მოქმედებების თავისუფლების საკითხი იყო. როგორც იტყობინებოდნენ, გერმანია თანხმობას აცხადებდა უილსონის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე. უილსონი სწორედ გერმანელებისთვის ასე სასურველ სავაჭრო თავისუფლებას ემხრობოდა და თუ კავშირის სხვა ქვეყნებიც დასთანხმდებოდნენ მის წინადადებას, ამ საკითხში გერმანია გამარჯვებას იზეიმებდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ტიტულოვანმა მრჩეველმა კონსტანტინე დავითის ძე ნიჟარაძემ.