ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საბავშვო წიგნების გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გამოეცა შიო მღვიმელის ნაწერები სამ ნაწილად. ავტორთან ტექსტების შეძენაზე მოლაპარაკება ლუარსაბ ბოცვაძეს დაევალა, ხოლო მათი გამოსაცემად და თითოეული წიგნისათვის ობიექტური წინასიტყვაობის მომზადება – იპოლიტე ვართაგავას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საბავშვო წიგნების გამოცემის შესახებ და დაადგინეს, რომ უნდა გამოიცეს ქართველ მწერალთა ორიგინალი საბავშვო ნაწარმოებები ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის, იროდიონ ევდოშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, პარმენ ცახელის, ვარლამ რუხაძის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვა, მათ შორის ვაჟა-ფშაველას საყმაწვილო პოემები, მოთხრობები და ლექსებიც. ვაჟას მემკვიდრეებთან მოლაპარაკება მიენდო ლუარსაბ ბოცვაძეს. გამგეობა დაეთანხმა სექციის დადგენილებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი წყალის ამბავის გამოცემის შესახებ თარგმანი ვაგნერიდან. სექციამ დაადგინილა, რომ როგორც სკოლებში აუცილებელი საჭირო სახელმძღვანელო წიგნი დაბეჭდილიყო 2000 ცალი. მთარგმნელისთვის მიეცათ ორასი მანეთი. გამგეობის განჩინებით წიგნი ბუნებისმეტყველთა კომისიას გადაეცა წინასწარ განსახილველად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებლების დანიშვნის საკითხი ატენში. სექციამ დაადგინა, ატენში მასწავლებლად გაეგზავნათ ქეთევან ჯინჭველაშვილი. გამგეობის განჩინებით, მასწავლებელ ჯინჭველაშვილს წინადადება მიეცა, წავიდეს მასწავლებლად ვარიანში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელ ნატალია ბასილაშვილის განცხადება, რომ მიმდინარე წლის 3 მარტიდან სამსახურს თავს ანებებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს აარონ მიხეილის ძე დონდოლაძე თხოვნა მასწავლებლის ადგილთან დაკავშირებით საზოგადოების რომელიმე სკოლაში. გამგეობის ცნობით, თავისუფალი ადგილია ატენის, ყალამშის და გომარეთის სკოლებში. გამგეობამ დანიშნა აკაურთას სკოლის მასწავლებლად ივანე ხელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ მიმართა განათლების სამინისტროს, რომ არდადეგების შემდეგ სამსხურში გამოუცხადებლობის გამო სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელი ვლადიმერ ანდრეის ძე იანიცკი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება „დედა ენის“ I ნაწილის გასწორების შესახებ. საკითხის განსახილველად 12 მარტს, საღამოს 5 საათზე, საზოგადოების ბინაზე მოიწვიეს გამოცდილი პედაგოგები: ივანე გომელაური, პორფირე წირქვაძე, მეთოდე კაკაბაძე, ანნა ახალშენიშვილისა, თამარ ყაზახაშვილი, სავლე აბულაძე, ონ. თაბუკაშვილი, ტერეზია ხმიადაშვილი, ანა არდაზიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ რუსული ენის მასწავლებელი ნიკოლოზ გლაგოლევი გიმნაზიის მასწავლებლების სიიდან ამოერიცხა არდადეგების შემდეგ გამოუცხადებლობის გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება წერილობით, რომ მას აძლევენ წიგნებში ნომინალურ ფასს %-ბ დაუკლებლათ, ამიტომ იგი თანახმა არ არის დაუკლოს საზოგადოებას 50%. იგი მაინც უკლებს ნომინალური ფასსზე 20%, თუ საზოგადოების გამგეობა შეიძენს მისგან წიგნებს. გამგეობამ წინადადება მისცა ზ. ჭიჭინაძეს წარმოადგინოს წიგნების სია ნომინალი ფასების აღნიშვნით და აგრეთვე რაოდენობის აღნიშვნითაც.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კასრაძის თხოვნა, მიეცათ მისთვის მას 1 ცალი „ვეფხისტყაოსანი“, ქართველიშვილის გამოცემა. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, მიეღო „ვეფხისტყაოსანი“ დაწესებულ ფასად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს რუსული ენის მასწავლებელის სერგეი კუდრიავცევის სასწავლებელში გამოუცხადებლობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ არდადეგების შემდეგ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო ისტორიის მასწავლებელი ვასილ ჩიტაიანი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ვ. წულაძე, ი. ვართაგავა, ლ. ბოცვაძე, ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მგოსან ნინო ორბელიანის დაკრძალვის საკითხი. ის გარდაიცვალა 11 მარტს. ჭირისუფლები არ გამოუჩნდნენ. ქალთა წრის გამგეობამ ქშწკ-ის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წინადადებით მიმართა, ეკისრა განსვენებულის დაკრძალვა ქართველ მოღვაწეთა პანთეონში და საჭირო ხარჯიც გაეღო. გამგეობამ 500 მანეთი გამოყო, მაგრამ პანთეონში დაკრძალვაზე უარი თქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე შევარდენაძის თხოვნა, მიეცეს ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანი“, ქართველიშვილის გამოცემა. გამგეობის ცნობით, მხოლოდ 30 ცალიღა იყო დარჩენილი ეს წიგნი, ამიტომ უარი ეთქვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი ბესარიონის ძე გველესიანი 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე და გალობის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სილოვან დარისპანის ძე წაქაძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის მამულის იჯარით გადაცემის შესახებ ზედ ორსართულიანი შენობის ასაგებად. დასკვნისთვის გადასცეს სახელმწიფო კონტროლიორს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კონდრატი დავითის ძე გოგიაშვილი 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოდანახეს სკოლის მასწავლებელ ერასტი როდონაიას უწყება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის ერობა საზოგადოების სკოლის თავის გამგეობაში მიღებას დათანხმდა და ამისთვის პასუხის დეპეშით დაბრუნება ითხოვა. სკოლაში 45 მოსწავლე იყო: I განყოფილებაში – 20, II-ში – 10 და III-ში – 15. გამგეობა წინადადებას დაეთანხმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დულა დავითის ძე სალაძე თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იყო.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე შარაშიძისთვის თბილისიდან საფრანგეთში გასაგზავნი წერილი დაწერა, რომელშიც წერდა, რომ დავითის გარდაცვალების ამბავს დედას (ნინო ქიქოძეს) არ ეუბნებოდნენ და თვითონ კი ძმა ბოლოს 14 წლის წინ ნახა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება მასწავლებელ სიმონ გრიაზნოვის პენსიის შესახებ.