რეგისტრირებული ფაქტები46264
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „დედაენა“ I ნაწილის გასწორების საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, დაებეჭდა „დედაენა“ I ნაწილი შესწორებით. შესწორების ვადად 2 თვე განისაზღვრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სიმონ დავითის ძე სალაძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვის და ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ ლავრენტის ძე ნემსიწვერიძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზიკური კულტურის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ილიასეული სახლის შესახებ. ხსენებული სახლი დაქირავებული აქვს ზ. დავითაშვილს, რომელიც იხდის ქირას თვეში 60 მანეთს, თვითონ კი, როგორც ამ სახლის გამგემ ირ. რამიშვილმა განაცხადა, ღებულობს 200 მანეთს. გამგეობამ გადაწყვიტა, წინადადება მიეცეს ზ. დავითაშვილს, სახლის გამგე რამიშვილის საშუალებით დაცალოს სახლი ერთი თვის განმავლობაში.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს 9 მარტის სხდომის დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველო ეკლესიის ხარჯით შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით, საზოგადოება მთლიანად თავისუფლდებოდა ბიბლიოთეკის ხარჯისაგან (წმინდა ნინოს უბნის ბიბლიოთეკას საზოგადოებისგან 50 მანეთის დახმარება ჰქონდა მიღებული). გამგეობამ სამრევლო საბჭოს მადლობა გადაუხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება კოტე დოდაშვილისთვის სამეგრელოსა და სამურზაყანოში სამეცნიერო მიზნით სამოგზაუროდ თანხის გაზრდაზე. საკითხი აღსრულებისთვის ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს და სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის ეკლესიის მოლარე დავით ნახუცრიშვილის განცხადება სავანე-პანთეონის გასაფართოებლად დოლიუხანოვისეული მამულის შემოერთების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ამ საკითხზე მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღიძრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის მოხსენება თბილისის მე-8 გიმნაზიის დაარსებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ყოფილი სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის კრედიტების განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ტყებუჩავა ქუთაისის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოიწონეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება 1918 წელს სახალხო სკოლებისთვის კრედიტის გახსნის შესახებ ზედმეტი ხარჯების დასაფარად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები შ. დედაბრიშვილი, ლ. ბოცვაძე, ვ. წულაძე, იპ. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჩუღურეთში (მე-8 სამ. ნაწილში) ნოე ჟორდანიას სახელობის ახლად დაარსებული ბიბლიოთეკა-სამკითველოს ყოველწლიურად ნივთიერი დახმარების აღმოჩენის შესახებ, თხოვნა განიხილეს. გამგეობამ ერთჯერადი დახმარების სახით ბიბლიოთეკას 1000 მანეთი გამოუყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტთან დაარსებული საპედაგოგიო სამეცნიერო წრე თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გადაეცეთ გამოცემათა თითო ცალი, რაც იყიდება მაღაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული იოანე ალექსანდრეს ძე ცქიტიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრა ვასილის ასული ცქიტიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშის სკოლის ყოფილი მასწავლებელ ნეოფიტე ომარაშვილის თხოვნა, მიეცეს მას 1918 წლის დარჩენილი ჯამაგირი. იგი მსახურობდა სკოლაში მაისის დამდეგამდე. გასწორებული აქვს ანგარიში 15 ივნისამდე. არ მიუღია ზაფხულის თვეების ხელფასი, მისი ანგარიშით ერგება 449 მან. გამგეობის განჩინებით, უნდა დაკმაყოფილებულიყო ნეოფიტე ომარაშვილი 1918 წლის ზაფხულის თვეების კუთვნილი ჯამაგირით 1-ლ სექტემბრამდე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელენე დიმიტრის ასული ნაზაროვა 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანტონ ფალავანდიშვილის წინადადება 42 ცალი „ბუნდოვანი სურათისთვის“ დიაპოზიტივების შეძენის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, შეეძენათ მისგან 42 ცალი დიაპოზიტივი თითო ხუთ მანეთად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის პედაგოგ ო. კონოვალოვას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 300 მანეთი მოემატა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ს. სუხიასიანცს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასი 300 მანეთით გაეზარდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კონდრატე ექვთიმეს ძე ინასარიძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის ნაწერების გამოცემის საკითხი. სასკოლო სექციის დადგენილებით, შიო მღვიმელს ლექსების ჰონორარი – 2000 მანეთი გადაეცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ივანე გრიგოლის ძე კაციტაძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გიორგი ქუჩიშვილის ნაწერების გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაებეჭდა ნაწარმოებები იპოლიტე ვართაგავას არჩევით, გადასინჯვითა და თანმიმდევრობით.