რეგისტრირებული ფაქტები50897
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 3573.06 მანეთი ჰქონდა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვარლამ ცაგურიას, ნესტორ დიდებულიძისა და სხვათა თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ 16 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები იმ პირობით გადაეცემოდათ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით არ იმუშავებდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი, ივანე რატიშვილი და სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ ღულაძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვა წევრები.
1914
ტიპი: მფლობელობა
1914 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის თავადაზნაურობამ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი წყნეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 10 წლით შეიძინა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებამ 15 სხდომა გამართა. გაირჩა 64 საქმე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქალთა ამხანაგობისთვის საყმაწვილო წიგნების გაგზავნაზე ზრუნვა გიორგი დეკანოზიშვილსა და ივანე გომართელს დაავალა. საზოგადოებამ წიგნების შესაძენად 800 მანეთი გამოყო.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 5 აგვისტოს ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი-სარაჯიშვილისა გარდაიცვალა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლიდან 1914 წლის დეკემბრამდე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი-ევდოშვილის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა და ხარჯების დასაფარად 400 მანეთი გადადო.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ: სამეგრელოს თავადი ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი – არჩეული 1885 წელს, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი – 1890 წელს, რაფიელ დავითის ძე ერისთავი – 1892 წელს, ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა – 1894 წელს, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი – 1894 წელს, ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე – 1896 წელს, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე – 1896 წელს, აკაკი როსტომის ძე წერეთელი –1896 წელს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ეკატერინე ივანეს ასულმა ფორაქაშვილ-სარაჯიშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 000 მანეთი უანდერძა. ეს ფული საპროფესიო სკოლების დაარსებასა და წიგნების გამოცემის საქმეს უნდა მოხმარებოდა. ანდერძით მთელი ქონება განაღდებულ უნდა ყოფილიყო და თანხის მესამედი, საგანმანათლებლო საჭიროებათა გასაძლიერებლად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა მიეღო.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი-სარაჯიშვილისა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მეუღლე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა, ეკატერინე ივანეს ასულ სარაჯიშვილის ხსოვნის აღსანიშნავად ორი საპროფესიო სკოლის დაარსება, გვირგვინის ყიდვის ნაცვლად სალიტერატურო ფონდის გასაძლიერებლად 300 მანეთის გადადება და განსვენებულის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა.
1914
ტიპი: ავტორობა
ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ახალი წესდების პროექტი დაათვალიერეს და ეთანხმებიან წესდებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.