ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50897

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სეით ლუარსაბის ძე იაშვილმა გამგეობას თავისი წიგნის  „ბუნებისმეტყველება“ I ნაწილის კლიშეები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, იაშვილისთვის კლიშეები ხელწერილით მიეცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვერის წიგნსაცავის გამგე ნინო ენუქიძემ ბიბლიოთეკის დახურვის გამო სალიკვიდაციო თანხა სთხოვა. ენუქიძე 15 წელი მსახურობდა ბიბლიოთეკაში, გამგეობამ დაადგინა, მისთვის 20 000 მანეთი მიეცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის მოხსენება ეკატერინე გაბაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და შალვა ანტონის ძე მიქელაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე განაგებდა საზოგადოების უძრავ-მოძრავ ქონებას – საგურამოს მამულს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სილიბისტრო თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გ. კორინთელს ფოტოგრაფიის სახელოსნო ოთახის გარემონტებისთვის გადასცა 18.10 მან., ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 27 მან., ნიკოლოზ ავალიშვილს – 12 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ისიდორე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის მომატების თხოვნით მიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისია ილიასეული საგურამოს მამულის შესახებ მოხსენების მოსამზადებლად ხელმძღვანელობდა იმ საბუთებით, რომლებიც საზოგადოების საქმეებში ინახებოდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი შარაბაძის თხოვნა, დახმარებოდნენ ქართული სტამბის მოწყობაში. გამგეობის გადაწყვეტილებით შარაბაძეს ძმები ზუბალაშვილების თანხიდან 100 მანეთი გადაეცემოდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბარნაბა გელაზანიას განცხადება ბათუმის სკოლაში ხელახლა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარმოუდგენლობის გამო შუამდგომლობას ვერ აღძრავდნენ და გელაზანიას მაგივრად სხვა კანდიდატის წარდგენა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ბარნოვის თხოვნა 30 000 მანეთი მიეცათ თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით ბარნოვის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე წერეთლის თხოვნა, რამდენიმე დღით მუზეუმიდან მიეცათ 1911 წლის „სახალხო“ გაზეთის კომპლექტი. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის განცხადება დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დატოვებული მამულის შეძენის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ტერეზა ფრანცის ასული იმნაიშვილი საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ივანე ყარალაშვილისთვის ეკითხათ, უნდოდა თუ არა ახალციხის ბიბლიოთეკის გამგეობა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ლუკაშვილის თხოვნა დუშეთში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ.