რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს მღვდელი ნიკოლოზ ბ. სამხარაძე დუშეთის მაზრის სოფელ ახალგორში მსახურობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით, შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობამ განაცხადა, რომ ამ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ ივანე გომელაურმა საზოგადოებას შესწირა 1 ძველი წიგნი და ხელნაწერი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ მუზეუმისთვის ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე ადგილი აირჩია. მიწის თორმეტი მეთოთხმეტედი ნაწილი წილოსანის ქვრივს ეკუთვნოდა, ერთი მეთოთხმეტედი – ცისკარაშვილის ქვრივს, ხოლო ერთი მეთოთხმეტედი კი – მალინოვსკის ქვრივს. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომლის თავმჯდომერე იყო ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ელი იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღნიშნე, რომ გრიგოლ კორინთელმა საზოგადოებას შესწირა მძივით ნაკერი არშია.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართავს, რომ მუზეუმისთვის შესყიდული მიწა საზოგადოებამ თავის სახელზე დროულად გადაიფორმოს, რათა უკვე მოგვარებული საქმე არ ჩაიშალოს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარეს, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს, მისწერა, რომ 8 ნოემბერს გამგეობამ განიხილა მისი წინადადება ცისკარაშვილის ქვრივის მიწისა და ე. წ. ფიქრის გორის გასასტუმრებლად გაწეული ხარჯის დაფარვის შესახებ და საქმის მოგვარება გამგეობის წევრ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს მიანდო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყდა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს მინდობოდათ იმ ხელნაწერებისა და მინიატურების შერჩევა, რომელთა ფოტოებიც ლაიფციგში გამოფენისთვის უნდა გაეგზავნათ.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი კერძო დაწესებულება იყო, სადაც შესვლა და მუშაობა მხოლოდ გამგის ნებართვით შეიძლებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ შიო დედაბრიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 10.42 მან., იაკობ გოგებაშვილს — 200 მან. და ვასილ ყიფიანისთვის უნდა მიეცათ — 231.40 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ყაზბეგის წერილი, რომელიც გაუგზავნა ალექსანდრე მდივანს სხვადასხვა საკითხის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება გორდის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ერთი თუმნის წიგნების მიცემის შესახებ. საზოგადოებამ სექციის განცხადება დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავში წასულიყო იქაური სკოლის მდგომარეობის შესასწავლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერობა წინააღმდეგი იყო ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად ემუშავა დავით გიკაევსა და მ. სანაყოევს, ისინი იქ მაინც განაგრძობდნენ მუშაობას. ვინაიდან, ასეთი საქციელი სამინისტროს შეუწყნარებლად მიაჩნდა, წინადადება შესთავაზა ჯავის სასწავლებლის გამგეს, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ერობისა და სამინისტროს განკარგულების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. საღამოს შემოსავლის ნაწილი წითელ ჯვარს, ნაწილი კი განყოფილების მიზნებს მოხმარდებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა 6 თუმნის სესხების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.