ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრს ქუთაისში თომა აბრამის ძე მთავრიშვილს მისგან შეგროვებული 230 მანეთის სანაცვლოდ და შემომწირველთა სურვილის თანახმად, ამ ფასის წიგნები გაეგზავნა უფასოდ დასარიგებლად სხვადასხვა სოფლებში, პატარ-პატარა ბიბლიოთეკების მსგავსად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრმა ქუთაისში, თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, გამგეობას თავისი შეგროვებული 230 მანეთი გაუგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომებიდან ილია ჭავჭავაძე დაესწრო 2-ს, ნიკოლოზ ცხვედაძე − 28-ს, ივანე რატიშვილი − 33-ს, ექვთიმე თაყაიშვილი − 28-ს, ნიკოლოზ მთვარელიშვილი − 23-ს, ალექსანდრე ჭყონია − 22-ს, გიორგი იოსელიანი − 19-ს, იაკობ გოგებაშვილი − 18-ს, ანასტასია წერეთლისა − 17-ს, ალექსანდრე გარსევანიშვილი − 15-ს, ეკატერინე გაბაშვილისა − 9-ს, პავლე ყიფიანი − 2-ს და დავით კარიჭაშვილი − 37-ს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჰქონდა 37 სხდომა, განსახილველი იყო 346 საქმე, რომელთაგან 21 გადაიდო შემდეგი სხდომისთვის, დანარჩენი იმავე სხდომაზე გადაწყდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილე – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პავლე როსტომის ძე ყიფიანი, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ხაზინადარი – პავლე ყიფიანი, მდივანი – დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებიდან ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა 2-ს, ნიკოლოზ ცხვედაძე − 26-ს, ალექსანდრე ჭყონია − 6-ს, გიორგი იოსელიანი − 2-ს, ექვთიმე თაყაიშვილი კი − 1 სხდომას.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ბაქოში იყო ილია გიორგის ძე ჩუბინაშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ბორჯომში.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ახალგორში იყო კონსტანტინე როსტომის ძე შალიკაშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სიღნაღში იყო ზაქარია იოველის ძე ნაცვლიშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ზუგდიდში იყო ბესარიონ ჭილაძე.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ლეჩხუმში იყო ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რევაზ გედევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 მარტს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობ სექციაში მუშაობას თავი დაანება.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს პედაგოგი ტრიფონ შუბლაძე ჯარში იყო გაწვეული, მაგრამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მას ხელფასს მაინც უხდიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია სამურზაყანოს ორკლასიან სამრევლო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მასწავლებელ ბარბარე იასონის ასულ გარსიაშვილს დედათა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე დავით ბერიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 25 მანეთი ჰქონდა მიღებული, ნიკოლოზ დავითაშვილს – 100, ალექსანდრე სუპატაშვილსა და არჩილ ნაცვლიშვილს – 75-75, გიორგი ჯაკობიას – 50.