რეგისტრირებული ფაქტები50367
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ტიტე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 25 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ილია ბიბილეიშვილი, აგრაფინა საჯაია, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე და დიმიტრი აქვსენტის ძე ანჯაფარიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკა, რომლის გამგე იყო გედეონ ხუხუნი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკის თავმჯდომარე ერმილე ჟვანიამ მისწერა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკას ესაჭიროებოდა წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით მომარაგება, რადგან მათ მხოლოდ შენობის აგება შეძლეს და საკმარისი თანხა არ ჰქონდათ შეეძინათ საჭირო ნივთები.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 14 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ბარნაბა ჟვანია, ლუკა ჟვანია, ერასტი ჟვანია, კიმოთე შარუხია, ვარვარა ჟვანია, მარიამ ჟვანია, ნიფოდორა ჟვანიასი, ესაქია ნადარეიშვილისა, დომნა ხუბუასი და ბაბილინა კუპრაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკა დაარსდა 1916 წლის 14 აგვისტოს. ბიბლიოთეკას თავმჯდომარეობდა მღვდელი ერმილე ჟვანია.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების კვაუთის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრმა ნინა ძიმისტარაშვილმა გამგეობას მისწერა, რომ დაიწყეს შენობის აგება ბიბლიოთეკისთვის და რადგან ადგილობრივ მოსახლეობას არ გაააჩნდა საკმარისი სახსრები, ამიტომ დასახმარებლად მიმართეს კერძო პირებს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: მიხეილ მათეს ძე დავითაია, პეტრე როსტომის ძე ქობალავა, იასონ ეგნატეს ძე გუნია, იოსებ ბიტუს ძე გუნუა და დავით კოსტას ძე ქობალავა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის მეთვალყურე იყო გრიგოლ ივანეს ძე გეგენავა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის გამგე იასონ ბართაიამ წერილობით შეატყობინა სენაკის გამგეობას, რომ უმთავრესი მიზეზი ბიბლიოთეკის მშენებლობის შეფერხებისა ლეხაინდრავოსა და ნაჯავახოს შორის კინკლაობა გახდა, თუ რომელი მათგანის ტერიტორიაზე აიგებოდა ბიბლიოთეკისთვის შენობა. ი. ბართაიას აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ შენობას ნაჯახავოს ტერიტორიაზე ააშენებდნენ, რადგან ის ითვლებოდა ორივე სოფლის ცენტრად.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ბეჟან დავითის ძე წერეთელი საჩხერეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ და მდივანმა გიორგი გამზარდიამ მთავარ გამგეობას მიმართეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი სახსრები დაებეჭდათ სენაკის განყოფილების ანგარიშები და ისე გადაეცათ საზოგადოების ყველა წევრისთვის, ამიტომ მთავარ გამგეობას სთხოვდნენ, ჟურნალ „განათლების“ უახლოეს ნომერში დაებეჭდათ ეს ანგარიშები, რათა საზოგადოების წევრები საზოგადო კრებამდე გასცნობოდნენ მათ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა: 1) 1916 წლის მოქმედების ანგარიში, 2) 1916 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, 3) ჯიხურის ანგარიში, 4) 1917 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 5) ანგარიშები მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკებისა. ხელს აწერს თავმჯდომარე ოლღა ხოფერია.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის გამგემ ბესარიონ ნადარეიშვილმა სენაკის გამგეობას გაუგზავნა ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში და ასევე ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ბიბლიოთეკა საჭიროებდა მათ ყურადღებასა და შემწეობას.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ფ. ბჟალავა, პარასკევა ჭანტურია, ვლადიმერ ჩიხლაძე, ანდრო ნადარეიშვილი და ბესარიონ ნადარეიშვილი.