რეგისტრირებული ფაქტები51316
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია და ნოე ალმასხანის ძე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის მასწავლებლები იყვნენ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ასწავლიდნენ იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მაჭავარიანი.
1913
ტიპი: განათლება
1912-1913 სასწავლო წელს კავკავის სკოლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შესწირეს: ვ. ჯაფარიძემ – 3 წიგნი (2 მან.,50 კაპ.), ი. ჩხუბიანმა – 40 წიგნი, პავლე ფორაქოვმა – 1912 წლის ჟურნალი "კლდე", ლევანტი სოხაძემ – 6 მან.,50 კაპ. გაზეთ "რუსკოე სლოვოს" გამოსაწერად. გაზეთ "ზაკავკაზიეს" სკოლა უფასოდ იღებდა 3 თვის განმავლობაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე ავქსენტი გარსიაშვილს, არჩილ გულისაშვილს, ნიკოლოზ გვრიტიშვილსა და ალექსანდრე ციციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 20-20 მანეთი ჰქონდათ მიღებული, იოსებ გოგოლაშვილს – 50, მამია ხუხუნაიშვილს – 25.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ასწავლიდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ასწავლიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის გადაწყვეტილებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ალექსანდრე წერეთელი აირჩიეს.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ: კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრ ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო ფული 100 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრ პეტრე იოსების ძე უმიკაშვილს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო 100 მანეთი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ითვლებოდა 518 წევრი: 8 – საპატიო, 90 – დამფუძნებელი და 420 – ნამდვილი. წლის განმავლობაში მიემატა 9 – ნამდვილი, ხოლო დააკლდა 14 დამფუძნებელი და 6 ნამდვილი წევრი. წლის ბოლოს დარჩა 8 – საპატიო, 76 – დამფუძნებელი და 423 – ნამდვილი, სულ 507 წევრი. საზოგადოების ანგარიშს ხელი მოაწერეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრ მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო 100 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრს, არქიმანდრიტ ევსევი ცაბაძეს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო 100 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ალექსანდრე ზაალის ძე საგინაშვილს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ელისაბედ გრიგოლის ასულ საღინაშვილისას გადახდილი ჰქონდა საწევრო ფული 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ დიმიტრი ივანეს ძე მუსხელოვს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ბარბარე ერეკლეს ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრს ქუთაისში თომა აბრამის ძე მთავრიშვილს მისგან შეგროვებული 230 მანეთის სანაცვლოდ და შემომწირველთა სურვილის თანახმად, ამ ფასის წიგნები გაეგზავნა უფასოდ დასარიგებლად სხვადასხვა სოფლებში, პატარ-პატარა ბიბლიოთეკების მსგავსად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრმა ქუთაისში, თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, გამგეობას თავისი შეგროვებული 230 მანეთი გაუგზავნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომებიდან ილია ჭავჭავაძე დაესწრო 2-ს, ნიკოლოზ ცხვედაძე − 28-ს, ივანე რატიშვილი − 33-ს, ექვთიმე თაყაიშვილი − 28-ს, ნიკოლოზ მთვარელიშვილი − 23-ს, ალექსანდრე ჭყონია − 22-ს, გიორგი იოსელიანი − 19-ს, იაკობ გოგებაშვილი − 18-ს, ანასტასია წერეთლისა − 17-ს, ალექსანდრე გარსევანიშვილი − 15-ს, ეკატერინე გაბაშვილისა − 9-ს, პავლე ყიფიანი − 2-ს და დავით კარიჭაშვილი − 37-ს.