რეგისტრირებული ფაქტები50367
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრთა მთავარი საზრუნავი ბეჭდვითი საქმიანობისა და წიგნებით ვაჭრობის გაფართოება უნდა ყოფილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 57.803.67 მანეთი იყო, გასავალი კი — 52.607.52 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელo საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან ნიკოლოზ დავითაშვილს 100 მანეთით დაეხმარა, მარიამ გუთიკაშვილს – 30, ვალენტინა წილოსანს კი – 70 მანეთით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1917 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 90.530.64 მანეთი იყო, გასავალი კი — 60.048.20 მანეთი. 1918 წელს საზოგადოებას 560.548.82 მანეთი ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 10000 მანეთი გასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წიგნსაცავისთვის გაზეთებისა და ნივთების შესაძენად 27629. 50 მანეთი გასცა, წიგნსაცავის გამგისთვის – 69600, თანაშემწისთვის – 63180, მსახურისთვის – 9400 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მაღაზიისა და საწყობის ქირისთვის 26258 მანეთი გასცა, მაღაზიის გათბობის, განათებისა და სხვა ხარჯებისთვის კი – 250847. 87 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლ იანვრამდე იოსებ ავალიშვილმა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 1050 მანეთი მიიღო, შალვა ამირაჯიბმა – 175, ალექსანდრე დგებუაძემ – 1055, პავლე დადვაძემ – 1048. 85, შალვა ელიავამ – 450, ნიკიფორე იმნაიშვილმა – 1200, ვარლამ იმნაძემ – 1375, ვასილ მდივანმა კი – 1025 მანეთი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 2 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების მოხსენების მიხედვით, მათ სკოლების ბიბლიოთეკებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდათ. გამომცემლების გულმოდგინე შრომის მიუხედავად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მოხსენებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე დაადგინეს, რომ სარევიზიო კომისიის კანდიდატებად გიორგი ბახტაძე და პორფირე სამსონის ძე წირქვაძე აერჩიათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებას ესწრებოდა საზოგადოების საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ივანე მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გაბრიელ ბარნაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: მიხეილ ადამია, ფილიპე ბახვას ძე ადამია, ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, ლევან ხახუს ძე აფხაზავა, უშანგი მიხეილის ძე ბედია, ნიკოლოზ გერასიმეს ძე ბარაბაძე, მოსე მიხეილის ძე ბახტაძე, ბიქტორ გიორგის ძე ბერიძე და კალისტრატე გიორგის ძე ბერიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ბაბუცა კონსტანტინეს ასული ბერიძე, ნადეჟდა ზურაბის ასული ბელქანია, ყარამან ბოკუჩავა, დავით აბრამის ძე გაგულაშვილი, ანეტა ბესარიონის ასული გამზარდია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, სამსონ იოთამის ძე გამყრელიძე, ივანე ეგნატეს ძე გეგენავა, ანასტასია ივანეს ასული გეგენავა და ალექსანდრე ესტატეს ძე გეგენავა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის კრებაზე რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ კრებაზე შესასვლელი ბილეთები, ხოლო სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ რწმუნებულებს კი წარედგინათ სათანადო საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არჩეულნი იყვნენ. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ელისაბედ გრიგოლის ასულმა საგინოვისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 5. 90 მანეთი იყო.