რეგისტრირებული ფაქტები50348
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, პარმენ გოთუა, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ცერცვაძე, გიორგი გვაზავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა ბათუმის ოლქის საზღვრების დადგენისა და ქართველ მაჰმადიანთა კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პარმენ გოთუამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ აჭარას უნდა მიენიჭოს სრული თვითმართველობა, რადგან ქართველ მაჰმადიანებს აღარ ჰქონდეს შიში საქართველოში სოციალური რეფორმის გატარებისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქართველ მაჰმადიანთა ყრილობის მოწვევა მათი სულისკვეთების გამოსარკვევად აუცილებლობას წარმოადგენდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ მხარი დაუჭრა ქართველი მაჰმადიანების თვითმართველობის შექმნის იდეას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა დადებითად შეაფასა ქართველ მაჰმადიანებისთვის ადგილობრივი თვითმართველობის გადაცემის საკითხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქართველი მაჰმადიანებისათვის მოწოდების შედგენა უნდა დავალებოდათ ივანე გომართელს, მემედ აბაშიძეს, გრიგოლ ვეშაპელს და თავად, პავლე საყვარელიძეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ზემო აჭარაში საბჭოს სახელით უნდა გაგზავნილიყო დელეგაცია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შედგა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობის საგუბერნიო საგანგებო კრება, სადაც დადგინდა, რომ თავად-აზნაურობის კუთვნილება, უძრავ-მოძრავი ქონება ქართველი ერის კუთვნილებაში უნდა გადასულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოსცა რწმუნებულება, რის მიხედვითაც, მარკოზ ფირცხალავას დაევალა ბათუმში გამგზავრება ქართველ მუსულმანთა ყრილობაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულებით მიხელ მაჩაბელს დაევალა ბათუმში გამგზავრება ქართველ მუსულმანთა ყრილობაზე დასასწრებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამეურნეო და სამრეწველო სექციის გამგეს, გიორგი ლასხიშვილს, ალავერდის მადნებისა და ყარაიას დიდმთავრული მამულის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა დანიელ მახარაშვილის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეული ეროვნული საბჭოს კრებაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს დასავლეთ საქართელოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის მთავარმა გამგეობამ გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა ილია თევზაძის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ინჟინერი ბარნაბა პაპავა მიემგზავრებოდა ბათუმში სხვადასხვა საქმეების მოსაგვარებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 იანვარს სომეხ მწერალთა საზოგადოებაში სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შოთა რუსთაველისა და მისი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ფრონტის სხვადასხვა ნაწილების უფროსებს, რომ ხელი შეეწყოთ თბილისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მიხეილ გრუზინსკისა და ამავე ბანკის ბათუმელი აგენტის, პავლე მჭედლოვის წასვლისთვის ქალაქ ბათუმში საბანკო საქმეების მოსაგვარებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა მიხეილ მაჩაბელი. მდივანი – დავით ცერცვაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 თებერვლის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, თბილისში დაბრუნდა აკაკი ჩხენკელი, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში იყო მივლინებით. მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა შერეული კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საერთო პლატფორმა პოლიტიკურ პარტიათა მოსარიგებლად და სამოქმედოდ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მის შუათანა ძმას, პროფესიით დურგალ სანდროსა და ძმის მეგობარ კურცხალიას ყარსში დიდი საქმე აეღოთ, მაგრამ შიოს მამის გარდაცვალების გამო იქ წასვლა ვეღარ შეძლებიათ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის შუათანა ძმა სანდროს თბილისიდან ვარიანში ჩამოჰყავდა პირები, რომლებსაც მასწავლებლებად ასაღებდა და მამის ოჯახში აჩერებდა. მხოლოდ დიდობაში გაიგო შიომ, რომ ყველა ის პირი სოციალისტი იყო და მთავრობისგან დევნილებს მისი ძმა მალავდა, რადგან მღვდლებს მაშინ დიდი ნდობა ჰქონდათ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიას დაბადების 60 წლის იუბილეზე, სადაც იგი ხოტბას ასხავდა ნოე ჯორდანიას მისი ქმედებებისათვის. მისი შეფასებით, ჟორდანია გამოჩნდა უნუგეშობის ჟამს, როცა ქართველი ხალხი განსაცდელში იმყოფებოდა და მანვე ქართველი ხალხი ეროვნული და სოციალური გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩააბა.