ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52118

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ელიავა, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დავით ჩიქოვანი, დავით ონიაშილი, ევგენი როგავა, ანდრია ჭიაბერაშილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი ჟურული, პეტრე ქავთარაძე, მიხეილ მაჩაბელი, მალაქია ტოროშელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, შალვა ამირეჯიბი, გრიგოლ რცხილაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლასხიშვილი, დიმიტრი უზნაძე, მიხეილ კლიმიაშილი, კონსტანტინე მესხი, იოსებ დადიანი, ივანე გობეჩია, კოტე აფხაზი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, რაჟდენ ნიჟარაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მემედ აბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი, იესე ბარათაშვილი, კონსტანტინე საბახტარაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ნოე რამიშვილი, სიმონ მდივანი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ნათაძე.

პირები
მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) კონსტანტინე (კოწია) იაგორის ძე გვარჯალაძე იოსებ იულონის ძე დადიანი ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე კონსტანტინე ბეჟანის (ბეჟუკის) ძე საბახტარაშვილი მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი ივანე პავლეს ძე გობეჩია ნიკოლოზ (კოლია) იოთამის ძე ქარცივაძე გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) რაჟდენ ფარნაოზის ძე ნიჟარაძე იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი კონსტანტინე დავითის ძე მესხი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი)
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, იოსებ გედევანიშილი, შალვა მესხიშვილი,კოტე მაყაშვილი, კოტე აფხაზი, ნიკოლოზ ქარცივაძე, კონსტანტინე მესხი,იესე ბარათაშვილი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, მიხეილ მაჩაბელი,ივანე გობეჩია, რევაზ გაბაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი,გიორგი გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე ინგოროყვა.

პირები
პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი ნიკოლოზ (კოლია) იოთამის ძე ქარცივაძე კონსტანტინე დავითის ძე მესხი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) ივანე პავლეს ძე გობეჩია რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი პავლე იესეს ძე ინგოროყვა
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს სახელმწიფო კონტროლიორის კანონ-პროექტზე. ასევე განიხილეს დროებითი შტატებისა და რევიზიის წესდების ფინანსური და იურიდიული კომისიებისთვის გადაცემის საკითხიც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს დაშნაკცუთიუნის ფრაქციის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც გაიმართა მსჯელობა დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მნიშვნელოვანი საკითხები: 1. კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა ნივთიერ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ – მომხსენებელი ნოე ცინცაძე 2. კანონპროექტი ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ქსელების გავრცელების შესახებ – მომხსენებელი დიომიდე თოფურიძე 3. კანონპროექტი ახალი სამკითხველოების გახსნის შესახებ – მომხსენებელი ლეო ნათაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის კასის ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნული იყო შემოსავლები. კერძო პირები – 5600 მანეთი, კოოპერატივი "ამხანაგობა" – 2939 მანეთი, მევენახეობა "კახეთი" – 3491. სესხები: ამიერკავკასიის ბანკი – 49250, ქონების სექცია – 5900, თბილისის ბანკი – 5000, ილია ზურაბიშვილი – 2500.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო სასწრაფოდ მისაღები ზომები: 1. მე-3 პოლკი მანგლისიდან წალკაში გადაყვანა; 2. პოლკიდან პრაპორშიკ აკრიტოვის დათხოვნა; 3. მღვდელი გარიბოვისთვის გაფრთხილების მიცემა, რომელიც მხილებული იყო პროვოკაციული ატმოსფეროს შექმნაში; 4. პოლკოვნიკი ევანგულიდის გასამართლება; 5. ადგილობრივი ბატალიონისთვის სახელის შეცვლა; 6. სხვადასხვა სოფლების მომარაგება სურსათით; 7. მიწის კანონის დაჩქარებით მიღება; 8. რაიონის მცხოვრებთა მიერ მთაში საქონლის გარეკვის უზრუნველყოფა მოსალოდნელი თავდასხმების შემთხვევაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთამმართველ პავლე საყვარელიძეს ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ პროკოფი დოლიძისთვის მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი. მან სიმპათია გამოთქვა ქართველი ხალხისადმი, მაგრამ განაცხადა, რომ იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მის საერთაშორისო აქტებს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მორიგი წლიური ყრილობის თავმჯდომარემ, ოტო ველსმა ისაუბრა საქართველოს ხალხის ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რასაც მოსკოვის ოკუპანტების მისამართით მოჰყვა უკმაყოფილების გამოძახილი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის აპრილში პეტრე დოლიძე გამოვიდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ე. წ. „სალიკვიდაციო კონფერენციაზე“, რომლის თავმჯდომარე იყო პროვოკატორი ს. ცინცაძე. ატყდა აურზაური, დელეგატები ერთმანეთს დაერივნენ. ჩეკისტებმა კარები დაუკეტეს, მაგრამ მან გაპარვა მაინც მოახერხა და იმ დღიდან არალეგალურად ცხოვრობდა და სტუდენტთა შორის მუშაობას განაგრძობდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ აღარავის სურს ფილიპე მახარაძის ქვეშევრდომობა, აუჯანყდა მისი რუსეთუმე დაწესებულება, აჭარისტანის საბჭო, იქამდე აფხაზეთი, სამეგრელო, ალბათ ჯერი მიდგება გურიაზე, იმერეთსა და სვანეთზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი ინფორმაციის „ტერორი გურიაში“ მიხედვით, მოფერებისა და მოტყუების პოლიტიკა, რომელიც ფილიპე მახარაძის პირით ეცნობა გურულებს, საშინელი ტერორით დაგვირგვინდა. კომუნისტების ბანდა დასდევდა სოციალ-დემოკრატებს და სადაც მოასწრებდნენ, ესროდნენ.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, ნოე ხომერიკის მეგობრებმა, მაშინ სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა, კარლო ჩხეიძემ და ევგენი გეგეჭკორმა, დუმის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხომიაკოვის საშუალებით აღძრეს შუამდგომლობა, მისი ვოლოგდის გუბერნიიდან პეტერბურგში სამკურნალოდ გასაშვებად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს გაყაჩაღებული ბოლშევიკის, მანწკავას წინააღმდეგ გურიაში გაგზავნეს ჯარი ცნობილი ალექსანდრე (საშა) ობოლაძის მეთაურობით.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს დააწიოკეს საქართველოს რევოლუციური კერა, გურია. ტყეებში გაჭრილ ყაჩაღებთან უძლური საშა ობოლაძე შურს იძიებს გლეხობაზე, ხვრეტს მათ და გასისხლიანებულ გვამებს ყვავ-ყორნებისა და ძაღლების საჯიჯგნად ყრის ოზურგეთის შემავალ გზებზე მოსახლეობის დასატერორებლად.

2026

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძემ გადაწვა მანწკავას ძმის, ვასილის, სახლი და თავისი ხელით ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 12 წლის ვაჟი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლიდან ზაქარია მდივანი სხვა ქართველ სამხედრო მოღვაწეებთან (კონსტანტინე აფხაზი, ზაქარია ბაქრაძე, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვასილ გაბაშვილი და სხვ.) ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 ივლისს გიორგი არჯევანიძე წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლიდან გიორგი არჯევანიძე გრენადერთა მე-16 მინგრელსკის პოლკში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან გიორგი არჯევანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი არჯევანიძე ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის იანვრიდან გიორგი არჯევანიძე სათადარიგო ჯარში გადავიდა ასაკის გამო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.