ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41847

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაქოს სკოლისა და თეატრის მდგომარეობის გამორკვევის საკითხი დასვეს. გამგეობამ ამ საკითხის თაობაზე განათლების კომისარიატთან შუამდგომლობა ივანე ელიაშვილსა და იასონ ლორთქიფანიძეს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით არტურ ლაისტს საზოგადოების სახელით იუბილეს ივანე ელიაშვილი მიულოცავდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მეორე ქართულმა გაერთიანებულმა საარტილერიო დივიზიონმა გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მოეთხოვა იმ წიგნების სია, რომლებიც ჰქონდათ და სხვები გაეგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნივერსიტეტმა გამგეობას შეატყობინა, რომ 29 ოქტომბერს, 12 საათზე, პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს საიუბილეო დღესასწაულს  უმართავდა. გამგეობამ დაადგინა, იუბილეს საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე დასწრებოდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის თანხმობით პროფესორ პეტრე მელიქიშვილს საჩუქრად გადასცეს 300 000 მანეთის ღირებულების ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილი შეასწორა და შეავსო კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ პავლე მეტრეველი, ათანასე ხარაბაძე, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად 22 ოქტომბერს დაგეგმილი საზოგადო კრება, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, დეკემბრის დასაწყისში გმართულიყო. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კანცელარიის ბინის შეკეთების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, ბინის შესაკეთებლად 2 მილიონი მანეთი გადაედო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიაში ჩეკების სისტემის აღდგენის შესახებ მოხსენება წაიკითხა. გამგეობამ დაადგინა, დროებით დარჩენილიყო არსებული წესი – ყველა გაყიდული წიგნი ცალკე დავთარში ჩაეწერათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი ნივთების სიის შესადგენად და გასაყიდად კომისიის შექმნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძეს დაეთანხმა და დაადგინა, შექმნილიყო კომისია, რომლის წევრებიც იქნებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მის გამოსაცემად შესაბამისი ზომები მიეღოთ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო ბანკმა გამგეობას 110 მილიონ მანეთად დაგირავებული საქონლის გამოსყიდვა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, ბანკის ხაზინაში შეეტანა 60 მილიონი მანეთი საბეჭდი ქაღალდის დასახსნელად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში წაღების ნებართვა სთხოვა. მას თავდებში პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე ედგა. გამგეობამ ჯაკობიას უარი უთხრა..

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დავით კარიჭაშვილისთვის 26 წელი საზოგადოების სამსახურში დაუღალავი მუშაობისთვის პირველი სექტემბრიდან ყოველთვიურად პენსიის – 2. 5 მილიონი მანეთის – დანიშვნის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, პირველი ოქტომბრიდან კარიჭაშვილისთვის მიეცა ამ ოდენობის პენსია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ობჩის ბიბლიოთეკა-სამკითხველომ გამგეობას საზოგადოების გამოცემული წიგნები სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ბანკისგან გამოსყიდული 4/6 ზომა ქაღალდით 5 000 „დედა ენის“ I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის გაზეთების გაერთიანებულმა გამომცემლობამ გამგეობას საზოგადოების გამოცემულ ქართულ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვა. მათ სურდათ, ეს წიგნები აჭარაში გაევრცელებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და ივანე ელიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო პავლე მეტრეველი, გამგეობას შესთავაზა, შესწორებული „Русское слово“ 10 000 ცალი დაებეჭდა. გამგეობა კომისიას დაეთანხმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო პავლე მეტრეველი, გამგეობას გაწეული შრომის საფასურად წიგნის ნომინალური ფასის 20%, ხოლო ავანსად 40 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას აცნობა, რომ ზაფხულის დასაწყისში დაბეჭდილი 5 000 ცალი „დედა ენის“ I ნაწილის მარაგი იწურებოდა, მოთხოვნა კი დიდი იყო.