ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41039

1945

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს არეთა ქიქოძემ ანიჩკა, თამარ და ქრისტინე შარაშიძეებს ოზურგეთიდან თბილისში გაუგზავნა ნინო ქიქოძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს სომხეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-1952 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის სრულუფლებიანი ელჩი იყო რუმინეთში.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია საქართველოს სსრ აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1944

ტიპი: გარდაცვალება

1944 წელს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი პროფესორი გახდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.

1942

ტიპი: ღონისძიება

1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს ქრისტინე შარაშიძემ S ფონდიდან საბას ლექსიკონის პირველ გვერდებზე მოთავსებული ანბანის 5 ხელნაწერის (N20, N24, N82, N1599, N2664) ადგილზე ნახვა ითხოვა.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში გადასახლებაში ყოფნისას წიგნის მაღაზიაში ნახა სერგო კლდიაშვილის წიგნი, ნატა ჩხეიძის თარგმანებით.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 20 თებერვალს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში ღია ბარათით შეატყობინა, რომ მიიღო ოჯახისგან გაგზავნილი 300 მანეთი და სთხოვა, მისთვის ვრცელი წერილი მიეწერათ.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 11 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ მისი ორჯერ გაგზავნილი 300-300 მანეთიდან ჯერ მხოლოდ ერთი ჰქონდა მიღებული.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 11 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ შვილს, გოგი ქარცივაძეს ორჯერ გაუგზავნა წერილი, თუმცა პასუხი არ მიუღია.