ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „სათიბში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „წარმოდგენები სოფლად“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივნისს სახალხო სახლში მოაწყვეს ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ლიტერატურული გასამართლება და წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პიესა „აშენდა საქართველო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „სახალხო სახლი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მაისს ზუბალაშვილების სახალხო სახლში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ და რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 აგვისტოს იაკობ ნიკოლაძის მიერ პარიზში ჩამოსხმული ძეგლი „საქართველოს მწუხარება“ ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი იღებდა შეკვეთებს შემდეგ საინჟინრო სამუშაოებზე: მადნეულის – ნავთი, ქვანახშირი, ვერცხლი, სპილენძი და სხვ. – გამოკვლევა; წყლის გამოყვანა სასმელად და მამულის მოსარწყავად; სადავო საქმეების ექსპერტიზა; გეგმის შედგენა და სხვ.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812 წელს ბესარიონ მახარობელას ძე გიორგაძე ვანის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 16 ივნისს სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ ივანეს ძე წულაძის წერილი „ჭიათურის სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (გამოთქმა) მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 ივნისს ქუთაისში კონსტანტინე ფოცხვერაშვილისა და ალექსანდრე წუწუნავას თაოსნობით პეტერბურგში მყოფ ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ წარმოდგენა („პირი მზე“) და სეირნობა გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ხეცურიანს 3 წლის ოლღა ციცაგის გაშვილებაში დახმარება ბავშვის ბებიამ სთხოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ ხეცურიანმა ოლღა ციცაგის გაშვილების თაობაზე სტატია გამოაქვეყნა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს ბესარიონ მახარობელას ძე გიორგაძე ვანში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს აკაკი როსტომის ძე წერეთელი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს, ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების დამტკიცების შემდეგ, ახალი გამგეობის წევრები აირჩიეს, თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე დარჩა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი და ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრები იყვნენ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივანი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძეს წესდების პროექტის შედგენა დაავალეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „მამათა ანდერძი და ჩვენი მოვალეობა“.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს საქართველოში წარმოდგენებს მართავდა ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობა. მისი თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.