ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ვენეროლოგი გიორგი ფარნაოზის ძე ნათიშვილი პაციენტებს მონუმენტის ქუჩა №5-ში იღებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკიტა თალაკვაძემ, სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილმა, ეპიფანე ხონელიძემ, სილიბისტრო ვაშალომიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკოლოზ ნადირაძემ, ოქროპირ გოგვაძემ, დ. ასათიანმა, ნესტორ გოგიტიძემ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის თაოსნობით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრში გამართულ ნინო ნაკაშძის სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ თამაშობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე, შალვა დადიანი, პლატონ კორიშელი, ანდრია მურუსიძე, ვასილ ურუშაძე და შალვა ხონელი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს მელიქ ისაევმა, მ. ქინქლაძემ, მ. ლომიძემ.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 1-ელ ივნისს გარდაიცვალა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატიის „მუსიკა და ქართველი მუსიკოსნი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ზაქარია ჩხიკვაძე ქართული ფილარმონიული ხოროს ლოტბარი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოშრევან ნიკოლოზის ძე მერკვილაძის წერილი „მიწის მუშას“.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ილია კარგარეთელის სახლში გამართული რამდენიმე სხდომის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც მომავალი მუსიკალური საზოგადოებისთვის წესდება უნდა შეედგინა. კომისიის წევრები იყვნენ: ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და ანდრია ყარაშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს არტემ ფირალოვი სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის თავმჯდომარე იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის თავმჯდომარის, არტემ ფირალოვის ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში ზაქარია ფალიაშვილმა დაასრულა ახალი ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივნისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი და იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა იოსებ იმედაშვილმა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იყო არჩილ ავალიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-2 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში ცალკე წიგნად გამოიცა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში დავით კასრაძემ იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ ფრანგულად თარგმნა და პარიზში ფრანგულ ჟურნალ „კომედიის“ რედაქციას გაუგზავნა. თან დაურთო რეჟისორის (ვ. შალიკაშვილის), ავტორისა და პიესის სურათები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა „მუშა პიმენ გაჩეჩილაძის სიტყვა, კოტე მესხის სამარესთან თქმული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის სტატია „ქართული თეატრის მოღვაწენი ქართლში“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს ნიკოლოზ ქართველიშვილმა სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმის წევრობაზე ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა, მის ნაცვლად კიტა აბაშიძე აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარედ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა შენობის რემონტი დასრულდა. 23 სექტემბერს კი დაინიშნა პირველი ქართული წარმოდგენა, უნდა ეთამაშათ იერემია გულისაშვილის „დრონი მეფობენ".