ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43148

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-87 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნიკო ჩხეიძემ სოფელ დიდ ჯიხაიშში თავისი სახლი დათმო წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად წარმოდგენის გასამართად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისში მადნეული (ხელოვნური) წყლების ანალიზმა გამოავლინა დარღვევები, რის გამოც საგუბერნიო საექიმო სამმართველომ ადმინისტრაციას წინადადებით მიმართა ქარხნები დაუყოვნებლივ დაეხურათ. ქარხნების მუშაობის შეჩერება მინდობილი ჰქონდათ თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელს, ფერდინანდ ოტენსა და იაკუბოვიჩს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ფინანსთა მინისტრმა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი შეარჩია, ესესნი იყვნენ: საშტატო მრჩეველი პ. მ. მამატოვი, ერევნის ვიცე-გუბერნატორი მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე, ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების თავმჯდომარე პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი და თბილისის სამეურნეო ბანკის დირექტორი ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სტუდენტმა-ბეითალმა გალაქტიონ მასხარაშვილმა მისთვის სწავლის დაფინასების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ ხერხეულიძე ცხინვალის დასის რეჟისორად მიიწვიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თბილისში ეკატერინე გაბაშვილს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი თუმანიშვილმა სათეატრო მუზეუმს რუსულ ენაზე დაწერილი თავის თხზულებათა 3 კრებული შესწირა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში იოსებ გედევანიშვილმა შვებულება მცხეთაში გაატარა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ელენე ოქროპირიძე ცხინვალის დასში სუფლიორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარის წერილი „ანტუანის გამარჯვება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართველი მოღვაწე ქალები“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სიღნაღისა და თელავის მაზრებში იოსებ გრიშაშვილისა და იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით წარმოდგენები გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მსახიობ დავით მგალობლიშვილისადმი მიძღვნილი ილია ალხაზიშვილის ლექსი „ახალი ფრაკი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) IX ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს იოსებ ივანიძე ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი „დ. ცხინვალის თეატრი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 აგვისტოს დიმიტრი არაყიშვილი თელავში ჩავიდა ფონოგრაფით კახური სიმღერების შესაკრებად. ქიზიყსა და ქართლში მან 40-მდე სიმღერა ჩაწერა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საბაჟო უწყებამ გადაწყვიტა იმ შენობის შესყიდვა, რომელშიც იყო თბილისის საბაჟო დაწესებულება და რომელიც ალექსანდრე მანთაშევს ეკუთვნოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი ახალქალაქში გაემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაბრუნდნენ მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე და თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების მდივანმა ეგნატე იოსელიანმა დაწერა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების 50 წლის ისტორია. 

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში ინჟინერმა ტ. ა. ენფიანჯიანცმა ტყისა და ბაღების გამშენებელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ქალანთართან ერთად გასინჯა აშკარეთის წყაროები. ენფიანჯიანცის ვარაუდით კუკიის მინდვრების მოსარწყავად წყლის გაყვანა 60 000 მანეთი დაჯდებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის საბჭოს მდივანმა სტეფანე ჭრელაშვილმა დაწერა თბილისის მმართველობის ასი წლის ისტორია, რომელიც ქალაქის გამგეობამ საიუბილეოდ გამოსცა.