ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43216

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ვალერი ბრიუსოვის ლექსი „ქალაქს“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში იოსებ იმედაშვილის მიერ თარგმნილი „იორიოს ასული“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „სახალხო სახლი. „ცხოვრების გარეშე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ქართული სახიობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის მოთხრობა „უკანასკნელი სალამი!..“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უსათაურო ლექსი „როს ვისმენ ომის ამბავს საზარელს...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ XV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „პატარა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის თხზულება „სასაფლაოზეც“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მსახიობმა იოსებ ივანიძემ თავისი ბიბლიოთეკა, ხელნაწერი და ნაბეჭდი პიესები ქართულ დრამატულ საზოგადოებას შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ოქტომბერს არტისტული საზოგადოების თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა მიხეილ ქორიძის რეჟისორობით ნიკო ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ წარმოადგინა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-17 წლებში იოვანე იოსების ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 ოქტომბერს არტისტთა საზოგადოებრივ თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის „სიმახინჯე“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ნინო ორბელიანისამ გადაწყვიტა, თავისი თხზულებების კრებული გამოეცა და შემოსავალი (ხარჯის გარდა) ომში დაზარალებულთა ოჯახებისთვის გადაეცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში რომან ბებიაშვილმა ქართული თეატრის გადაწვის შესახებ თავის წერილებში აღებული თანხა, 11 მანეთი, თეატრის ასაშენებელ ფონდს შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში დრამატული საზოგადოების გამგეობას ქართული თეატრის აღსადგენად თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის წევრებმა – ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა, სერგო ნიკოლოზის ძე ყაზახიშვილმა, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილმა, ივანე პაატას ძე მგალობლიშვილმა, ლევან ანტონის ძე ფურცელაძემ და სვიმონ ვასილის ძე ყიფიანმა – 150-150 მანეთი გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 5 ოქტომბერს ბაქოს დრამატულმა დასმა ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი ფულდის „ჩერჩეტი“ წარმოადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 18 ივლისს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ მთავარმართებლის სასახლეში მთხოვნელები მიიღო, რის შემდეგაც კოჯორში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მიხეილ ლიმაროვმა 2 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს დ. ხონის წმ. გიორგის ეკლესიაში ილია ხონელის (ბახტაძის) სულის მოსახსენებელ წლიურ წირვას აკაკი წერეთელი დაესწრო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი ბორჩალოდან თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი მელაშვილის წერილი კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ექიმმა გიორგი ნათიშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეგნატე იოსელიანს მადლობა გადაუხადა ნაძალადევის სამკითხველოსთვის წიგნების შეწირვის გამო.

1944

ტიპი: გარდაცვალება

1944 წელს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.