ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44744

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს ვარშავაში დააპატიმრეს ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრები: ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს თედო სახოკიამ სამი თვე გაატარა ქუთაისის ციხეში ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წლის 20 სექტემბერს ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობისათვის თედო სახოკია თბილისში დააპატიმრეს, მეორე დღეს კი ქუთაისში გადაიყვანეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 14 აპრილი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 24 მარტს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „კიდევ ქუთაისის სემინარიაზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გუბერნიებისა და მაზრების წინამძღოლების არჩევნებთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი „კენჭის ყრაზე“ გამოქვეყნდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ბორჯომში მსახურობდა მეტყევის თანამდებობაზე.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების წინამძღოლთა არჩევნებთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი „თავად-აზნაურობას“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისიდან იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 15 მანეთი შესწირა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „ერთი მეც მერგოს ბანკზედ“ ბანკების მხრიდან ქალთა განათლების ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ზესტაფონში შავი ქვის ცნობილ მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის კორესპონდენტად.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს თედო სახოკია შიო დედაბრიშვილთან მიმოწერის საფუძველზე თბილისში დააკავეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს შიო დედაბრიშვილი ვარშავიდან სთხოვდა თედო სახოკიას, ეზრუნა საქართველოში მყოფი ახალგაზრდების „საქართველოს განთავისუფლების ლიგაში“ გაწევრიანებაზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს შიო დედაბრიშვილი ვარშავიდან სთხოვდა თედო სახოკიას, მეგობრებისთვის გაეცნო „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდება.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს თედო სახოკიას მიმოწერა ჰქონდა თავის მეგობარ შიო დედაბრიშვილთან, რომელიც იმ დროს ვარშავაში სწავლობდა.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის ბოლოს თედო სახოკია ჩაირიცხა ეგრეთ წოდებულ „ფილოქსერიის პარტიაში“, რომელსაც ვენახებსა და ვაზებში მავნებელი მწერის, ფილოქსერას აღმოჩენა და განადგურება ევალებოდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-1894 წლებში ნიკო ღოღობერიძე ზესტაფონში შავი ქვის მოპოვებით იყო დაკავებული.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „სხვათა შორის“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ივანე მესხის ფელეტონი „ციურიხიდამ“ გამოქვეყნდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თედო სახოკია პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა უსახსრობის გამო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია მიხეილ რომანოვის ბორჯომის მამულში მეტყევედ მუშაობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში მამის სიკვდილის გამო თედო სახოკია იძულებული გახდა დაეტოვებინა ჟენევის უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.