რეგისტრირებული ფაქტები45138
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს სვიმონ სამსონის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს დიმიტრი მაჭუტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს გრიგოლ ზაქარიას ძე ქურდიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს შაქრო ზაქარიას ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს ყარამან ბიჭიას ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ბესარიონ ჭილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ზუგდიდში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ზაქარია იოველის ძე ნაცვლიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სიღნაღში.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლის 4 ივნისს დავით გიორგის ძე გაგლოევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თემირ-ხან-შურაში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე როსტომის ძე შალიკაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ახალგორში.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებიდან საზოგადოებას საწევროსა და შესაწირის შეგროვებაში დაეხმარნენ ოლგა იოსების ასული მიქელაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, სილოვან თომას ძე ხუნდაძე და ეკატერინე დიმიტრის ასული ფურცელაძისა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს გამგეობის წევრ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შემდეგ, რადგან ბათუმში 4000 ქართველი ცხოვრობდა, გამგეობამ გადაწყვიტა, უკეთესად მოეწყო ეს ერთადერთი ქართული სკოლა შავი ზღვის პირას და მაჰმადის სჯულის მასწავლებლის ადგილი გაეუქმებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს იმიტომ, რომ სოფლები სკოლიდან შორსაა და მშობლებსაც ურჩევნიათ, შვილებმა მინდორში იმუშაონ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და სკოლების ინსპექტორისა და სკოლის მზრუნველობის წევრთა თანდასწრებით გამოსცადა მოსწავლეები. დადგინდა, რომ სკოლა წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს გამგეობას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დახმარებით დიღომში სკოლა უნდა გაეხსნა, თუმცა სკოლათა მთავრობამ ნებართვის გაცემა გააძნელა, იმდენი მოთხოვნა წამოაყენა, რომ გამგეობამ წლის ბოლოსაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სხვადასხვა შინაარსის პატარა წიგნების ბეჭდვისთვის. ასეთი წიგნების შემდგენლებისთვის დააწესა პრემიები, მაგრამ მხოლოდ გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“ მოიწონეს და ავტორი 50 თუმნით დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ და ივანე გომელაურმა გამგეობას სენაკის სკოლის რევიზორის შენიშვნების გასამართლებელი საბუთების წაკითხვა მოსთხოვეს, კერძოდ, იმ ადგილისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ვერც ერთი ადამიანი ვერ მოითმენდა იმ უწესობას, რაც ბატონ ყიფიანს მოუთმენია“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ გამგეობას ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ქარვასლის გამგე-კომისიას თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკისთვის ქირა შეემცირებინა. გამგეობამ უპასუხა, რომ კომისიას ამ თხოვნით ბევრჯერ მიმართეს და ყოველთვის უარს იღებდნენ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის პირველი ივნისიდან ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა თბილისის სახალხო ბიბლიოთეკის მმართველი იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძემ კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს სთხოვა, კრებაზე ანგარიშიდან სრულად წაეკითხათ ცნობები საზოგადოების კუთვნილი ბიბლიოთეკების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის პირველი ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისში იაფი სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა და მის მმართველად ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა დანიშნა.