ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40166

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ალექსანდრა ალექსანდრეს ასული ხახანაშვილი, დავით გიორგის ძე ჩადუნელი, მიხეილ გიორგის ძე ვეფხვაძე, შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილი, ლუკა ზაქარიას ძე ბერიტაშვილი, ამბროსი ნესტორის ძე ინწკირველი, ელისაბედ იაგორის ასული ინწკირველი, იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია, ლეონტი ალმასხანის ძე ჟღენტი და თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძე.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ზაფხულში მწერალთა კავშირში გალაკტიონმა დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც ხუთშაბათობით იკრიბებოდა. მის მუშაობას უფრო საუბრების ხასიათი ჰქონდა. წრის წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, ილარიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს ილია სვიმონის ძე აღლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე რევაზის ასული ერისთავისა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრები იყვნენ.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი გახდა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღნიაშვილი.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ კუჭაიძე და შაბანოვი.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძის მფარველი არისტო წულაძე პარტიიდან გარიცხა.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იმდროინდელი კრიტიკოსები მას „ტეტიათა მოტრფიალეთა“ იდეოლოგიური პლატფორმის მიმდევრად აღიარებდნენ.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ეკუთვნოდა ხალხოსნურ დაჯგუფებას.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტურ პარტიაში დააბრუნეს.

1957

ტიპი: ორგანიზაცია

1957 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 13 დეკემბრიდან 1958 წლის 13 მარტამდე.