ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 25 ოქტომბერს ხარაგაულის უფასო სამკითხველოს წევრთა კრებაზე გამგეობის წევრად პლატონ ლეჟავას ნაცვლად სეფე ლეჟავა დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ხარაგაულის უფასო სამკითხველოს წევრთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პლატონ ლეჟავა გამგეობის წევრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მთავრობის წინაშე პასუხისმგებელ პირად დატოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს სიმონ ალექსის ძე ქვარიანს ქალთა წრის მორიგ კრებაზე ქართულ ლიტერატურაზე უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 1913 წელს ქუთაისში სიმონ მჭედლიძის რედაქტორობით ყოველთვიური ქართული ჟურნალი „განთიადი“ უნდა გამოსულიყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისის გამგეობის დარბაზში ქალთა წრის საზოგადოების კრებას დაესწრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ოქტომბერს კიტა აბაშიძე შავი ქვის საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე გიორგი მეფარიშვილმა სტატია „მსოფლიო სტიქია და ადამიანი“ გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, საქართველოს წარსულისა და აწმყოს შესწავლა ჰქონდა მიზნად პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო წრეს, რომლის ხელმძღვანელიც იყო ივანე ჯავახიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ილარიონის ძე კასრაძემ ოთხმოქმედებიანი პიესა „პირველი ტალღა“ და რომანი „ცხოვრება“ დაწერა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ეროდი ივლიანეს ძე ტყეშელაშვილის სტატია „დასელთა ოინების ერთი ნიმუში“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის გაგზავნა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ოქტომბერს ჟენევაში მყოფმა ქართველებმა კრება გამართეს, რომელზეც ალექსანდრე თოიძემ პარიზში დაარსებული „ერთა კავშირის“ შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ოქტომბერს ბანძაში ჟურნალ „კოოპერაციის“ რედაქტორმა იასონ გაბილაიამ წაიკითხა ლექცია კოოპერაციის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ოქტომბერს ბანძაში იასონ გაბილაიას ლექციის შემდეგ გუბერნატორისთვის შეადგინეს თხოვნა სამომხმარებლო საზოგადოების დაარსების შესახებ და წესდების პროექტები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ბუაძემ ეგნატე ნაცვალოვს ცილისწამებისთვის უჩივლა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მგოსნის საფლავი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარის ხელფასი თვეში 25-30 მანეთი, ხოლო მსახურისა კი 15-20 მანეთი უნდა ყოფილიყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იმდენი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ წიგნსაცავის გამგედ ცალკე პირი მოეწვია, ამიტომ ეს მოვალეობა ერთ-ერთ გამგეობის წევრს უსასყიდლოდ უნდა შეესრულებინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარს დანიშნულ დროზე უნდა გაეღო წიგნსაცავი, მკითხველთათვის წიგნები და ხელნაწერები გადაეცა, თვალყური ედევნებინა ხელნაწერები და წიგნები არ დაეზიანებინათ, შეედგინა წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი და ა. შ. ხოლო მსახურს შედარებით მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა – დაეწმინდა ავეჯი, დაელაგებინა ნივთები და სხვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავის დახურვა ბევრ მკვლევარს სამეცნიერო მუშაობაში ხელს უშლიდა, ამიტომ საჭირო იყო წიგნსაცავი გაეხსნათ და მის მოსავლელად მოეწვიათ ორი პირი – ბიბლიოთეკარი და მსახური. წიგნსაცავი ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, გამგეობამ წერა-კითხვის წიგნსაცავის მეთვალყურეობა მას დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, 1912 წლის 21 ივნისიდან გამგეობის დადგენილებით საზოგადოების წიგნსაცავი დაიხურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სხვადასხვა პირი მას ხშირად სთხოვდა წიგნსაცავში მუშაობის ნებართვას. წიგნსაცავის გაღება მისი მოვალეობა არ იყო და არც საიმისო დრო ჰქონდა, რომ სხვადასხვა პირის მუშაობის პროცესში წიგნსაცავში ყოფილიყო, ამიტომ უარს ეუბნებოდა თხოვნაზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როცა ვინმეს ძალიან სჭირდებოდა ხელნაწერი ან დაბეჭდილი წიგნი მას საისტორიო საზოგადოების მუზეუმში გადაჰქონდა ხოლმე და მკვლევრები იქ მუშაობდნენ. მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს არც საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში მუშაობა აკმაყოფილებდა, რადგან ეს მუზეუმი ყოველთვის ღია არ იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ერთ-ერთმა მკვლევარმა, ინგოროყვამ, რომელიც ხელნაწერებზე სერიოზულად მუშაობდა მას სთხოვა ისე მოეხერხებინა, რომ ყოველდღე რაც შეიძლება მეტ ხანს შეძლებოდა ხელნაწერებზე მუშაობა. ინგოროყვას თხოვნის დასაკმაყოფილებლად მან ხელნაწერები (რომლებიც ინგოროყვას სჭირდებოდა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიას გადასცა, სადაც მას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა.