ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51378

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე მ. კინწურაშვილმა ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს განათლების სამინისტროსთან უშუამდგომლა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დანიშვნის თაობაზე.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დ. მ. აბაშიძემ, ოქ. ი. ურუშაძემ, ს. კ. ჭიჭინაძემ, ფ. მგალობლიშვილმა და იაგ. ა. თაყაიშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ცვეტკოვი მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლამდე არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის ართანაში მდებარე 98 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ ტყეს, წისქვილს, სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ქართული კარაბადინის შესახებ ვრცელი ბიბლიოგრაფიული წერილი შეადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელენე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლის საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო მარის მოსაზრება „სიბრძნე ბალავჰარისას“ შესახებ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარგალიტა გიგინეიშვილმა ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა თავისი ნებით დატოვა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე წასასვლელად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საქართველოს ეგზარხოსმა პავლე რაევმა სიღნაღში არსებულ წმ. ნინოს სახელობის ტაძარს 170 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭიჭინაძე ქუთაისში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანმა ქუთაისში რუსულად წაიკითხა ლექცია ბაქტერიებზე.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილმა შეარიგა ურიათუბნის მცხოვრებნი, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით ხშირად უსაფუძვლოდაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავს დამბლა დაეცა და რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თერჯოლაში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.