ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 აპრილს ეკატერინე გაბაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას ქართველი ქალების შეგროვებული 30 მანეთი და წერილი გაუგზავნა. რედაქციას სთხოვდა, ამ ფულით დაეარსებინათ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ფონდი ღარიბ მწერალთა დასახმარებლად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს ეკატერინე გაბაშვილისა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებას დაესწრო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 7 ივნისის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ეკატერინე გაბაშვილის სტატიის მიხედვით, ქართველი ქალები შეჩვეულები არ იყვნენ საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის ივნისში ეკატერინე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი რაფიელ ერისთავს ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავს ულოცავს და ხაზს უსვამს ქალებისადმი მიძღვნილი მისი სატრფიალო ლექსების მნიშვნელობას.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 18 იანვრის გაზეთ „დროებაში" დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის „სურათი ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილმა სათავადაზნაურო ბანკის წევრებს საქალებო სააზნაურო სკოლის დაარსება სთხოვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის სტატია „რა ვუყოთ დაბრუნებულ ფულს?“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის ერწოში მდებარე 653 დესეტინასა და 1820 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სათიბ ადგილებს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძისთვის მიწერილი სილოვან თომას ძე ხუნდაძის წერილი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს ერწოში 653 დესეტინა და 1820 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე მირიანაშვილის სატატია „საერო ენა და სათემო კილო“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მერვე ნაწილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამსონ ქავთარაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ა. ხოშტარია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, გიგო დიდია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სოლომონ ჭოჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, სოლომონ ჭოჭუა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი ბუნებისადმი მებატონეების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს კერძო პირებისგან უნდა შეესყიდა ტყეები და ასე გადაერჩინა განადგურებისგან.