რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მინა გრიგოლის ასული მირზოევისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მარიამ გიორგის ასული ლევიცკისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მარინე ივანეს ასული ბალუევისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მცველი დიმიტრი გრიგოლის ძე ზემლიანსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მცველი დომენიკე სილიბისტროს ძე კიუბერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მცველი ივანე შანისი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის განყოფილების გამგე გიორგი ევგენის ძე სპაგოროვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტროს 1918 წლის 14 სექტემბრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, საშუალო სკოლათა მთავარგამგე დიმიტრი უზნაძე, პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე, ვაჟთა V გიმნაზიის დირექტორი ილია ჯიშკარიანი, ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი მიხეილ კონიაშვილი, ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ქალთა III გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი, ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე საფაროვი, ქალთა V გიმნაზიის დირექტორი კრამარენკო, ვაჟთა IV გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ზაალიშვილი, ქალთა II გიმნაზიის დირექტორი შენგერი.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, ანტონ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე ეკატრინე.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თამარ ესტატეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა ვაჟები: ანტონ, ნიკოლოზ და ვასილ ფალავანდიშვილები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც შვილები, ანტონ ივანეს ძე, ნიკოლოზ ივანეს ძე და ვასილ ივანეს ძე ფალავანდიშვილები, მათი მეუღლეები, ეკატერინე, ელენე და მართა, შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ კვირას, 15 სექტემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის პანაშვიდი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით, რ. ე. ხოსროევა ფორტეპიანოს პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ელენე ქიქოძე იყო პედაგოგი ფორტეპიანოს განხრით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასით მოწვეულ იყვნენ შემდეგი პედაგოგები: ელენე ქიქოძე, ე. ვ. ფოგელი, რ. ე. ხოსროევა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ი. პოლტორაცკაია-მადატოვა იყო პედაგოგი ფორტეპიანოს განხრით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. გ. აბელოვა-ყარანგოზოვა იყო ფორტეპიანოს პედაგოგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასით მოწვეულ იყვნენ შემდეგი პედაგოგები: ე. გ. აბელოვა-ყარანგოზოვა, ო. მ. ბერგი, ნ. ვ. კალაშნიკოვა და ე. ი. პოლტოროცკაია-მადატოვა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის გარდაცვალების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში ორკესტრის სოლისტი იყო გუზიკოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის თქმით, შემდგომში იგი კიდევ დაუბრუნდებოდა ჟორდანიას იდეების ანალიზს. მისი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა ქართული საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების ჟორდანიასეული ხედვის განხილვა.