რეგისტრირებული ფაქტები46348
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შაქრო კირაკოზოვის თხოვნა, ნავთლუღის სკოლის ბინის ქირის 600 მანეთამდე მომატების შესახებ. ხარჯთაღრიცხვით გადადებული იყო 350 მანეთი წელიწადში. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო, ვიდრე არ გაირკვეოდა ბინებზე ქირის მომატების საკითხი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის განცხადება სახელმძღვანელო წიგნების: „დედაენა“ I, II ნაწილების, „ბუნების კარის“, ხრამელაშვილის კრებულების შესწორების შესახებ. ბაზრის დაკარგვის შიშით, საჭირო იყო წიგნების შესწორებას დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ. გამგეობამ დაადგინა, სახელმძღვანელო წიგნების შესწორების საქმის სამწიგნობრო ნაწილის გამგე-ხელმძღვანელს მინდობოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო სამინისტროსთან არსებული განყოფილების გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 200 მანეთის წიგნები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პროფესორთა კავშირის საბჭოს თხოვნა სანდრო მაისურაძის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საზოგადოების გამოცემებიდან ბიბლიოთეკისთვის თითო წიგნის მიცემა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დაზარალებულთა და დაჭრილ-დახოცილთა ოჯახების დამხმარე კომისიის (წევრები: ს. დოლიძე, პ. ხურცილავა, ი. მამაცაშვილი, კ. მაჭარაძე, გ. ნინუა, ფ. ახობაძე) მოწოდება მოქალაქეებისადმი, მონაწილეობა მიეღოთ სასახლის ბაღში დაგეგმილ დიდ სეირნობაში ლატარია-ალეგრით გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ივნისს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 18 ივნისის N 129 მიწერილის პასუხად აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიაჩნდათ, ვინაიდან ერთი და იმავე პირისთვის ორი კლასის დამრიგებლობის დაკისრება კანონით არ იყო გათვალისწინებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის 1-ლი გიმნაზიის დირექტორს სპირიდონ ჯორჯიკიას პასუხად მისი შუამდგომლობისა აცნობა, რომ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს სწავლა მიღებულ პირებთან გათანასწორების საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ამზადებდა გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის თხოვნას ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ იმ პირების თანაბრად, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ უმაღლესი განათლება. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი გერმანული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, როგორც ნინო აკოფაშვილის ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, მან დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, სიტყვიერი განცხადებიდან კი – ჩანდა, რომ სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად. ამასთანავე იქვე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ნინო აკოფაშვილი სამი წელი მსახურობდა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად, ექვსი წელი – თბილისის ქართულ გიმნაზიაში და ორი წელი – ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. გ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, არ. ჯაჯანაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 24 ივნისს, დღის პირველ საათზე, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ჟურნალ „განათლების“ ხელმძღვანელი, ლუარსაბ გერასიმის ძე ბოცვაძე გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია, მდივანი − გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას 1918 წლის საწევროს 10% გაუგზავნა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ცნობილი პედაგოგი ლუარსაბ ბოცვაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ I- II ნაწილის და „ბუნების კარის“ ფასის გადიდება-გაყიდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: „დედაენის“ I ნაწილი გაიყიდათ ცალი 12 მანეთად, II ნაწილი ყდით – 18 მანეთად, უყდო – 15 მანეთად. „დედაენის“ II ნაწილის 15000 ეგზემპლარი დაებეჭდათ და გაკეთებინათ ყდაში. მაღაზიის გამგეს „დედაენის“ I ნაწილი გაეყიდა მხოლოდ ცალობით, დარჩენილი ეგზემპლარები აღმოსავლეთ საქართველოს ერთ რომელიმე კუთხეს მიწოდებოდა. „ბუნების კარი“ კი გაეყიდათ ცალი 20 მანეთად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის თხოვნა ს. იაშვილის წიგნის, „ბოტანიკის“ ანგარიშში 5000 მანეთის ავანსად მიღების შესახებ. წიგნები საკომისიოდ იყო წარმოდგენილი. გამგეობის განჩინებით, მასთან მოლაპარაკება, თანახმა იქნებოდა თუ არა დაეწერა „ბოტანიკის“ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამოცემა მიენდო სეით იაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს. თუ დათანხმდებოდა, იმ შემთხვევაში გამგეობა ნაღდ ფულზე შეიძენდა საკომისიოდ მიღებულ 7000 ცალს 35-40% დაკლებით, ფულს კი ნაწილ-ნაწილ მისცემდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულ ანდრონიკაშვილის თხოვნა ნუკრიანის სკოლის ბინის ქირის გასული წლიდან დარჩენილი თანხის მიღების შესახებ, რომელიც 800 მანეთს შეადგენდა. გამგეობის განჩინებით, თხოვნა გადაეგზავნა ადგილობრივ განყოფილებას.