ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49240

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრის კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) გამართავდა პირველ კორპორატიულ საღამოს, რომელზეც იოსებ ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალექსანდრე ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-03 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გიორგი ბესარიონის ძე შენგელია ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილის სტატია „ჩვენი თეატრი გადასაკეთებელია“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა ალაგირში ქართული ხალხური სიმღერები ჩაიწერა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის შემოქმედება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „თმები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ V ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 17 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) XIII ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ კიაზოშვილმა თარგმნა დ’ანუნციოს პიესა „მკვდარი ქალაქი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის მოთხრობა „მოხუცი მნათესი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსადრე მირიანაშვილის სტატია „ლადო აღნნიაშვილი“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს რაჟდენ ჯაჯანაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლადო აღნიაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ლადო აღნიაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილმა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ვანო ქურთიშვილი, ზაქარია ჩოდრიშვილი, არაქელა ოქუაშვილი, დათიკო წითლიევი, გრიშა არეშიძე და სხვ. ვერის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ხაშურში შედგა მეომართა დამხმარე კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ: მალეევისა, ჭიჭინაძე, მალეევი, ალ. ქუთათელაძე, სიმონ გამრეკელოვი, ნიკო სიხარულიძე, კონსტანტინე ძნელაძე და ა. შ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით სიმონ ლორთქიფანიძე ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 აგვისტოს თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულო დარბაზში გამართული თბილისის თავად-აზნაურთა კრების თავმჯდომარე იყო დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ბათუმის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი ეგნატე გედევანიშვილი ავადმყოფობის გამო მისი თხოვნის თანახმად სამსახურიდან დაითხოვეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „სიმახინჯე, როგორც სახე მე-XIX საუკუნის ქართველისა დღევანდლამდე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო საათაშვილის თხზულება „გვრიტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესა „ცხოვრება“.