ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გან. კომისარიატის მთავარ გამგეობასთან მოლაპარაკების საკითხს. პრეზიდიუმმა ასევე წარუდგინა სხდომას წერილობითი მოხსენების პროექტი, რომელიც განჩინების თანახმად დადასტურებულ იქნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: პ. საყვარელიძე, ნ. ნაკაშიძე, ნ. ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სახ. ბუღალტერი ვ. ედილაშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას 1-ლი აგვისტოდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ ჩატარებულა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას 16 აგვისტოდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ ჩატარებულა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საწყობის გამგე ლავრენტი სანაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 18 ივლისიდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ გაიმართა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 ივლისის პროტოკოლის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნისა და ქაღალდის საწყობთა გამგის ლავრენტი სანაძის შვებულებაში წასვლის წინ საზოგადოების საწყობები დაკეტეს და საზოგადოების ბეჭდით დაბეჭდეს. ლ. სანოძემ გასაღებები თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილს გადასცა, ხოლო ბეჭედი მდივნის თანაშემწე – თამარ ჯარიაშვილს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ოლღა ჭავჭავაძის მომვლელ ქალზე – მარიამ ლავრენტის ასულ ლუკიანოვაზე გასცა ცნობა, რომლითაც მას სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა აეღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა, თამარ ჯარიაშვლის, ვასილ ედილაშვილისა და პორფირე წირქვაძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა, თამარ ჯარიაშვლის, ვასილ ედილაშვილისა და ალექსანდრე მდივნის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩიგოგიძემ, თამარ ჯარიაშვლისა და პარმენ ჭანიშვილის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩიგოგიძემ, თამარ ჯარიაშვლისა და საწყობების გამგე ლავრენტი სანოძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობები, სადაც ყველაფერი რიგზე იყო, გარდა N 64 საწყობისა, საიდანაც გაიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ საწყობებს ახსნეს ბეჭედი და გასაღებები საწყობების გამგე ლავრენტი სანოძეს ჩააბარეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების სამუზეუმო, საგამოფენო და საექსკურსიო განყოფილება სთხოვს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა სურათებს. განჩინებით ეს თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაურმა სთხოვა 300 000 მანეთი „ქართველი მწერლების“ ჰონორარიდან. გამგეობამ დაადგინა, გომელაურისთვის 200 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის განყოფილების გამგეობა სთხოვს ადგილობრივი სკოლისთვის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებს, დედა ენის პირველ და მეორე ნაწილებს 100 – 100 ცალს, ბუნების კარს – 80-ს, ქართველი მწერლების პირველ ნაწილს – 80 ცალს, მეორეს – 40- ს, русское слово-ს პირველ ნაწილს – 100 ცალს, მეორეს – 80-ს, რვეულებს – 2000 ცალს, ახლად გამოცემულ საბავშვო წიგნებსა და 10 გირვ. ცარცს. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნა სკოლისთვის საჭირო წიგნები შესაბამისი ოდენობით და 1000 ცალი რვეული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ვასილ ბარნოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. იმ დროისთვის მწერალს 125 000 მანეთი ჰქონდა მიღებული. გამგეობამ ბარნოვისთვის 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების მოსამსახურე პირებმა სთხოვეს პურის რაციონის ფასის ერთ გირვანქამდე გაზრდა, ასევე ხორბლის შეძენა და ანაზღაურების სახით მათთვის დარიგება. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ. პრეზიდიუმის შუამდგომლობის შედეგად კვლავ გაიხსნა ნარკომპროსის განკარგულებით დალუქული მაღაზია და კანცელარია. ქაღალდის აღრიცხვისა და მთავარი სამმართველოს განკარგულებით 24 აგვისტოს საწყობიდან 124 ფუთი 32 გირ. საბეჭდი ქაღალდი წაიღეს.