ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45928

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ნიკო ლომოურმა, გიორგი საძაგლიშვილმა, დავით ალადაშვილმა და მიხეილ ილურიძემ გაუღვიძეს ინტერესი სამშობლოსადმი.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ნიკო ლომოურს, გიორგი საძაგლიშვილს, დავით ალადაშვილსა და მიხეილ ილურიძეს დიდი ამაგი მიუძღოდათ მის განვითარება-ჩამოყალიბებაში.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით მილიციის პროპორშიკი დიმიტრი დადიანი და გუბერნიის ციხის მდივანი კონსტანტინე ალშიბაია დაინიშნენ ზუგდიდის ოლქის მეხუთე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ივანე როსტომაშვილმა დაწერა დრამა „ქართლოსი ანუ ქართველთ დასაბამი“.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში მსახიობ ნიკოლოზ გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ალექსანდრე ყიფშიძე აჭარელთა შესახებ გამოკვლევას წერდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის 13 ივნისს გორში სპექტაკლ „ღალატში“ თამაშის შემდეგ ვასო აბაშიძე კულისებში ცუდად გახდა, დახმარება მსახიობს ექიმმა მიხეილ წინამძღვრიშვილმა აღმოუჩინა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დარბაზში გამართა წარმოდგენა, რომელზეც მიხეილ საბაშვილმა წაიკითხა მოხსენება „აკაკი ჩაგრული მოსარჩლე“.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ივნისში გორსა და თბილისში წარმოდგენების გასამართად შეიქმნა დამსახურებულ ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვალერიან გუნია, ვასილ აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვ.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან უცხოეთში სასწავლებლად წასულ დავით კლდიაშვილს ათი წელიწადი უხდებოდა თავის თავთან ბრძოლა, რათა არ დაევიწყებინა მშობლიური ენა და თავისი ქვეყნის ისტორია.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შიო მღვიმელი დაიბადა სოფელ ბრეთში, 1866 წლის 12 თებერვალს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან მხოლოდ დიდი შრომისა და გამუდმებული მეცადინეობის შემდეგ გაბედა ლიტერატურული საქმიანობის დაწყება.

1907

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა კესარია ღოღობერიძე.

1929

ტიპი: სახელი

1929 წელს შიო მღვიმელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი წინაპრების გვარი იყო ბობნაძე.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა მამა, ილარიონ ქუჩუკაშვილი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს შიო მღვიმელის მამა, ილარიონ ქუჩუკაშვილი იყო მღვდელი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლიდან შიო მღვიმელმა ბავშვობა სოფლებში, ბრეთსა და ვარიანში გაატარა.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა ძმები, გიორგი და სანდრო ქუჩუკაშვილები.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა დები, სონა და დუსა ქუჩუკაშვილები.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წლიდან დავით კლდიაშვილს ჰყავდა ცოლი მარიამ მაჭავარიანი.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს პავლე მაჭავარიანს ჰყავდა შვილი მარიამი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლიდან დავით კლდიაშვილი ხშირად დადიოდა სოფლებში, სადაც დიდძალი მასალა ხვდებოდა ლიტერატურული საქმიანობისათვის.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი წუხდა, რომ მას უკვე შედგენილი მოთხრობების სქემები განუხორციელებელი რჩებოდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი აღიარებდა, რომ არაერთხელ გულამღვრეული მოშორებია საწერ მაგიდას, ბევრ მკითხველს კი სასაცილოდ აღუქვამს მისი ნაწერი.