ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45930

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რაჟდენ დათეშიძე ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის წევრი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916-18 წლებში გადაღებულ ფილმში „ქრისტინე“ თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი, ცეცილია წუწუნავა. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე წუწუნავას განცხადებით, ოპერატორთან ჩხუბის შემდეგ ისინი „ხაზეინმა“ შეარიგა.

1916

ტიპი: ავტორობა

რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში წერს, რომ ფილმ „ქრისტინეს“ (1916-1919 წწ.) გადაღებისას პოლკოვნიკმა სიმონ ესაძემ თავაზიანად დაუთმო გადასაღები აპარატი, რომელსაც სხვა ფილმებზე მუშაობის დროსაც იყენებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

გერმანე გოგიტიძე მოგონებებში წერს, რომ ფილმ „ქრისტინეს“ (1919 წ.) ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, რომელიც მან პავლე პირონესგან გადმოიბირა, კეთილსინდისიერი, ნიჭიერი და შრომისმოყვარეადამიანი აღმოჩნდა.

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო მზრუნველობის კომისარის სახელზე 1918 წლის 14 მარტს გაიგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც კავკასიის ჯარის დემობილიზაციის გამო, ექიმები, რომლებიც საერთო გაწვევისას მსახურობდნენ , ეხლა განთავისუფლებულნი არიან საქმიანობისგან და უნდა დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ სამუშაოს. შესამჩნევი ეპიდემიის ზრდის გამო ,გუბერნიისა და სამხარეო კომისარიატებმა სამედიცინო პუნქტებს უნდა მოთხოვონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩაითვლებიან, როგორც სამსახურის დამტოვებლები.ამ წერილს ხელს აწერენ სამედიცინო სამმართველოს კომისარი ვლადიმერ მახვილაძე და საქმთა მმართველი მმართველი ფ, ფეხნერი

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სტანისლავა სტანისლავოვნა ბიტაჩეკი, გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი და ბაქრაძე მომარაგების სამინისტროს კონტროლის სამსახურში კონტროლიორებად მუშაობდნენ. მათი ხელფასი იყო 7.050 რუბლი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კარპე სპირიდონის ძე მოდებაძეს მომარაგების სამინისტროს კომერციული განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. მისი ხელფასი 11.500 რუბლს შეადგენდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე გიორგის ძე ჯიბლაძე და ივანე თევდორეს ძე ჭავჭანიძე მომარაგების სამინისტროს სავალუტო საქონლის დამზადების განყოფილებაში მუშაობდნენ. მათი ხელფასი 4000 რუბლი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 29 მარტს დაიდო ხელშეკრულება „ჩემოსა“და სავაჭრო და სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა და ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და ტიტო ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება 2000 ტონა მარგანეცის ამერიკაში გატანაზე. ვალლაცი ტვირთში 410 000 იტალიურ ლირას იხდიდა. საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი იყო იაკობ ოკონჩი, კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ჟურული, ხოლო კომიტეტის წევრები – ი. მენაბდე და ნიკო ნიკოლაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამთო ინჟინერი ვ. გ. ოკუნევიჩი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს პ. ა. ლავროვს სამხარეო საბინაო სამმართველოს წარმომადგენელის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ს. ბალბაშევსკის ეკავა სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს სამხედრო ინჟინერის თანამდებობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, სერგო ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა და სამსონ დადიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო ჯაფარიძე, ხოლო მდივნად – პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე გადაწყდა, მცოდნე პირთაგან მოეწვიათ პროფესორები – ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და გამბასოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა პავლე დავითის ძე საყვარელიძემ საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს აცნობა, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ სერგო დავითის ძე ჯაფარიძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კომისიის წევრთა სიმცირის გამო სხდომა არ გაიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე. სხდომის დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი, თავმჯდომარე – სამსონ დადიანი, მდივანი – საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი. პავლე საყვარელიძესა და გერონტი ქიქოძეს დროის უქონლობის გამო სხდომაზე დარჩენა არ შეეძლოთ, მათ გარეშე კი ქვორუმი არ შედგებოდა, ამიტომ გადაწყდა, სხდომა გადადებულიყო.