ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47795

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძეს თბილისის ყველა სამკითხველოს დათვალიერება და დროებით ყველა საჭირო წიგნის ჩამორთმევა დაავალეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, კომისიის სხდომებზე დასასწრებლად მოეწვიათ მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე და დ. დადიანი დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას დაეთმო ოთახი სხდომებისათვის იქ, სადაც იმართებოდა მუშათა კომისიის სხდომები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო კომისიის წევრად გიორგი გვაზავას მაგიერ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მხრიდან გერონტი ქიქოძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, გერასიმე ქიქოძე, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომის თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, მდივანი – პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გერონტი ქიქოძეს 20 ივლისისთვის შეთავსების პროექტის წარმოდგენა, ასევე აღმასრულებელი ძალაუფლების დებულების შემუშავება დაევალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დავით ჩიქოვანს საარჩევნო სისტემის დებულების შემუშავება დაევალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ მას დიდი შრომა უწევდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ გამოცემის გამო და ამიტომ ითხოვდა, „სამოქალაქო უფლებათა“ დებულების შემუშავება მის მაგიერ გიორგი ნანეიშვილისთვის დაევალებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: დავით ჩიქოვანი და გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა გერონტი ქიქოძე, მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს გერონტი ქიქოძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საბჭოს წევრობისა და მოხელეობის შეთავსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ წამოაყენა წინადადება 24 ივლისისთვის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმზე გერონტი ქიქოძისთვის დაევალებინათ წარმოედგინა ხელახლა შემუშავებული კანონპროექტი და მოკლე მოხსენება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ მოუცლელობის გამო კომისიის მდივნობის მოვალეობისგან განთავისუფლება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ თავისი შემუშავებული „საზოგადო დებულებანი“ წაიკითხა. მანვე გააცნო კომისიას პროექტი დებულებისა „საქართველოს ტერიტორიის“ შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე ქიქოძე, სერგო ჯაფარიძე. დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს ს. დადიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა, პავლე საყვარელიძისთვის მდივნად დარჩენა ეთხოვათ, რადგან ყველა წევრი დატვირთული იყო კომისიებში მუშაობით. საქმისმწარმოებელი შეასრულებდა ყველა საქმეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას გერონტი ქიქოძემ გააცნო მოხსენება და კანონპროექტი საბჭოს წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი, დამხმარე იყო გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დამფუძნებელი კრების წევრმა, იურისტმა სამსონ პლატონის ძე დადიანმა წაიკითხა 17-მუხლიანი პროექტი რესპუბლიკის ჯარის დებულებისა. გაიმართა კამათი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. კომისია გაეცნო მთავრობის მიერ შედგენილ ჯარის მოწყობისა და ომის გამოცხადების პრეროგატივასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს. გაიმართა კამათი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს სამსონ დადიანის მიერ შემუშავებული რესპუბლიკის ჯარის დებულება. გაიმართა კამათი. მომხსენებელს დაევალა შემდეგი სხდომისთვის წარმოედგინა შემუშავებული რედაქცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ს. დადიანი, რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე. დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ს. დადიანი, მდივნობდა - საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი. კომისიამ განაგრძო ჯარის დებულების განხილვა.