ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48513

1869

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 17 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის წერილი „შორაპნიდან“ იმერეთის მხარის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებზე, რომლებიც გლეხების სიდუხჭირითა და სასოფლო ექიმების სიმცირით იყო გამოწვეული.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 24 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია სამეგრელოდამ“ სამეგრელოს სოფლებში შემორჩენილ კერპთაყვანისმცემლურ ადათებსა და რიტიუალებზე, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მოთხრობა „ზალაყინ მეფანტურე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 7 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ქრისტეფორე მამაცაშვილის კორესპონდენცია „გორიდან“ ეხება გორსა და მიმდებარე სოფლებში სეტყვით განადგურებულ მოსავალსა და მისგან გამოწვეული ზარალს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის წერილისა „ქვეითათ და რკინის გზაში“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის „კორრესპონდენცია სოფ. მუხრანიდან“ მუხრანსა და დუშეთის მაზრის სხვა სოფლებში ხორბლის კარგი მოსავლიანობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ლაზ-მეხიშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგი მესხის „ფელეტონი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ცხვედაძის „კორრესპონდენცია პეტერბურგიდამ“ იმპერიის დედაქალაქში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა ბიჭვინთის ახლად აღდგენილი მონასტერი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლიხნში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ახალი საყდრის საძირკველი აკურთხა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის წერილი „პეტერბურგიდგან ნიჟნამდის“ რუსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ღია წერილი რედაქტორისადმი ახალციხის მაზრაში ჩასახლებული აჭარლების გაქრისტიანების პროცესის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ რუსეთის რამდენიმე ქალაქის, მათ შორის მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის, მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილში „მიმოვლა რუსეთისკენ“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „ორიოდე სიტყვა ბერლინის ცხოველთ წალკოტზე“, რომელშიც ავტორი ბერლინის ზოოპარკის მაგალითზე საუბრობდა ცხოველთა დაცვისა და მათთან მოპყრობის ევროპულ გამოცდილებაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ წყალტუბელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ გიორგი იოსელიანის კორესპონდენციაში „წერილი რუსეთიდგან“ საუბარი იყო რუსეთში მიმდინარე სასულიერო წოდებათა რეფორმირების პროცესზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება გიორგი წერეთლის ნარკვევისა „რუსეთისკენ მგზავრობა. ვოლგა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 22 ნოემბერს არტემ სტეფანეს ძე ფირალოვმა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიაში ქსოვის საქმის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებათა შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ბუზები“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „რუსეთისკენ მგზავრობა. ვოლგაზე და დონზე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ვარსკვლავს“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელი ბლაღოჩინის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის წერილი „ორიოდე სიტყვა“ დახრუკვის, იგივე დაკუტების, დაავადებაზე, რომელიც, ავტორის დაკვირვებით, უმეტესად ქმარშვილიან ქალებს ემართებოდათ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა არისტო ქუთათელაძის წერილი „ფოთიდან მოსკოვამდი“ საქართველოდან რუსეთში საზღვაო და სახმელეთო გზით მოგზაურობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „კინტოური სიმღერა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ კილოკავაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის წერილი „ორიოდე სიტყვა უფ. იაკ. გოგებაშვილისგან შედგენილ ხელთმძღვანელოზედ“, რომელშიც ავტორი ერთმანეთს ადარებს იაკობ გოგებაშვილის, პლატონ იოსელიანისა და პეტრე უმიკაშვილის ანბანის სწავლების მეთოდებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სიმღერა ბედნიერისა“.