ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სხვადასხვა შინაარსის პატარა წიგნების ბეჭდვისთვის. ასეთი წიგნების შემდგენლებისთვის დააწესა პრემიები, მაგრამ მხოლოდ გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“ მოიწონეს და ავტორი 50 თუმნით დააჯილდოვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დახმარებით დიღომში სკოლა უნდა გაეხსნა, თუმცა სკოლათა მთავრობამ ნებართვის გაცემა გააძნელა, იმდენი მოთხოვნა წამოაყენა, რომ გამგეობამ წლის ბოლოსაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და სკოლების ინსპექტორისა და სკოლის მზრუნველობის წევრთა თანდასწრებით გამოსცადა მოსწავლეები. დადგინდა, რომ სკოლა წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს იმიტომ, რომ სოფლები სკოლიდან შორსაა და მშობლებსაც ურჩევნიათ, შვილებმა მინდორში იმუშაონ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობის წევრ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შემდეგ, რადგან ბათუმში 4000 ქართველი ცხოვრობდა, გამგეობამ გადაწყვიტა, უკეთესად მოეწყო ეს ერთადერთი ქართული სკოლა შავი ზღვის პირას და მაჰმადის სჯულის მასწავლებლის ადგილი გაეუქმებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვლადიკავკაზის სკოლა ოთხჯერ შეამოწმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა გრუშევსკიმ და ყოველთვის კმაყოფილი დარჩა მასწავლებლების მუშაობით.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძემ, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და სხვ. საზოგადოების ბიბლიოთეკას წიგნები შესწირეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარემ, მართა ზაქარიას ასულმა ჭავჭავაძისამ, უარი თქვა თანამდებობაზე და მისი მოვალეობის შესრულება დროებით მისივე თანაშემწე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძეს დაეკისრა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტი მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძისა და ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ხელმძღვანელობით დიდი თანხით დაეხმარა ვლადიკავკაზის სკოლას.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს სალომე გიორგის ასული მაღალაშვილი წინარეხის სკოლის მოსწავლეების გარდა ასწავლიდა ოც ყმაწვილს, რომლებიც მასთან თავისუფალ დროს მეცადინეობდნენ.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ხელთუბნის სკოლაში, რომლის მასწავლებელიც იყო თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი, 55 მოსწავლე სწავლობდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას არქეოლოგიური ნივთების დასაწყობად ორი ვიტრინა შესწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური ნივთები შესწირეს გრიგოლ დავითის ძე გურიელმა, კონდრატე ექვთიმეს ძე ინასარიძემ და სხვ.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს თონეთის სკოლაში იქაური მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს თონეთის სკოლაში, რომლის მასწავლებელიც იყო ლავრენტი მათიკაშვილი, სწავლობდა 46 მოსწავლე (20 ქალი და 26 ვაჟი). სკოლა შედგებოდა სამი განყოფილებისგან.

1892

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლავრენტი მათიკაშვილი 1892 წელს თონეთის სკოლის მასწავლებელი იყო.

1892

ტიპი: სტატუსი

1892 წელს რაფიელ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის წევრი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლიდან დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.