რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2172. 17 მანეთი და დაიხარჯა – 653. 03.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 33-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 33-ე სხდომას დაესწრნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და იაკობ ღულაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი დავით ბაქრაძე 1881-1883 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 80 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 28 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: თბილისში – ვერის, ნაძალადევის, ავლაბრის, ავჭალისა და დიდუბის; ახალციხის ძველ ნაწილში, უდეში, მარტყოფში, ქარელში, ჭელაში, ანაგაში, მეჯვრისხევში, კავთისხევში, მეტეხში, ზემო გომში, სურამში, ქვემო სურებში, ტობანიერში, ჩოხატაურში, ქვიანში, ასევე ციხისფერდში.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდუბის სამკითხველოში 615 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 63 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 187, ისტორიულ-გეოგრაფიული – 118, სასოფლო სამეურნეო – 23, საბუნებისმეტყველო – 41, საბავშვო – 152 და სხვადასხვა სახის – 31.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, თამარ გრუზინსკისამ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, სოფიო ამირაჯიბისამ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1882 წელს – 6, 1885-1886 წლებში – 20-20 მან. 1887 წლისთვის მას გადასახდელი ჰქონდა 74 მანეთი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ნოღას (იმერეთის მხარე) სამკითხველოში 208 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 20 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 103, ისტორიულ-გეოგრაფიული – 33, სასოფლო სამეურნეო – 22, საბუნებისმეტყველო – 13 და სხვადასხვა სახის 174 წიგნი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ავლაბრის ბიბლიოთეკას 452 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან ერთი სასულიერო შინაარსის იყო, 1600 – მოთხრობა-პიესა, 98 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის გამოცემა, 2113 – სასოფლო-სამეურნეო შინარსისა და 1773 ჟურნალი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მარტყოფის ბიბლიოთეკას 1168 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან 341 მოთხრობა-პიესა იყო, 194 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 30 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 125 –საბუნებისმეტყველო, 92 – სასოფლო-სამეურნეო, 70 – საზოგადოებრივი და 316 ჟურნალი.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, მიხეილ ამირაჯიბმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1882 წელს – 6 მან., 1885-1886 წლებში – 20-20 მანეთი; 1887 წლისთვის მას გადასახდელი ჰქონდა 74 მანეთი.
1883
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, პავლე გვრიტიშვილმა 1883 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 80 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოება ძალიან დაზარალდა კალენდრების გამოცემის ხარჯებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხის განსახილველ კრებაზე დასასწრებად აგზავნიდა ორ წევრს – საზოგადოების თავმჯდომარეს, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილსა და ხაზინადარ ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილს. საბჭოს წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანმა სერგი გორგაძე.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი უნდა გამოეყენებინა: სკოლისთვის სახლის დასაქირავებლად, საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლებლის ზედამხედეველებისთვის ავეჯის შესაძენად, შეშისთვის და წვრილმანი ავეჯისთვის, როგორიც არის მაგ: ბიდონი, ცოცხები და სხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის საჭირო ავეჯი უნდა დამზადებულიყო თბილისში, სახელდობრ: 40 მერხი (თითო მერხი ორი მოსწავლისთვის) იმ მოდელით, რომელსაც გამგეობა მიიჩნევდა საუკეთესოდ, ორ-ორი დაფა თითო განყოფილებისთვის, საანგარიშო – შვეიცარიული და რუსული, სამოსის საკიდი და ერთი კარადა ბიბლიოთეკისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მოხსენება თბილისში პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ და გამგეობამ დაადგინა, რომ განხილვამდე მოხსენება წინასწარ გასაცნობად გაეგზავნათ გამგეობის ყველა წევრისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი ქუთაისის სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად გადაიყვანეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორ თომა მთავრიშვილის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად გადაყვანისა და მის ადგილას დროებით შემსრულებლად ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძის დანიშვნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად, ხოლო მის მაგივრად, ინსპექტორობის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნულიყო სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების სექტემბრის ხარჯთაღრიცხვა. 1-ლი ოქტომბრისთვის I ბიბლიოთეკას დარჩა 28 მან. 64 კაპ. II ბიბლიოთეკას – 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.