ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იაგორ დავითის ძე მათიაშვილი, ანდრია ალექსის ძე მეტრეველი, ვასილ ალექსანდრეს ძე მესხიშვილი და ნიკოლოზ ზურაბის ძე მინდიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დომენტი ივანეს ძე მაქასაროვი, ანა (ანეტა) მათურელი, მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი, მიხეილ მიქატაძე და ანეტა მამუჩაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი ი. ოცხელი, მდივანი ი. ბაქრაძე) უვარგისობის გამო დაითხოვა ადგილობრივი სტამბის ადმინისტრატორი (ფაქტორი) გლავაცკი და ეძებდა მის შემცვლელს.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ნესტორ კალანდარიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს იულია მელქისედეკის ასული კალატოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი, მდივანი - ი. ბაქრაძე) 1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ადგილობრივი სტამბისთვის ღირსეული ადმინისტრატორის მოძებნა, უვარგისობის გამო დათხოვნილი გლავაცკის ნაცვლად, დაევალათ: ფილიალის გამგეობის წევრებს - მარიამ ვარდოსანიძესა და ტრიფონ ჯაფარიძეს, ბიბლიოთეკების მეთვალყურეს - მელიტონ დოლაბერიძეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ალექსანდრე ლევანის ძე ყანჩელი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი.

1914

ტიპი: სტატუსი

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ანგარიშში 1914 წლის 1-ლი იანვრისთვის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: არტემ კვაჭანტირაძე, ისიდორე კვიცარიძე, დავით კვირკველია, ნესტორ კვარაცხელია, გიორგი კილაძე, სოფიო კიკაჩეიშვილი, ნიკო კილასონია, ანტონ კილასონია, ბაგრატ კიკნაძე, ოლღა კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილი, მელქისედეკ კობახიძე, იონა კობახიძე, ლუცია კოკოჩაშვილისა, ზაქარია კოკოჩაშვილი, მარიამ კონსტანტინოვისა, ვერა კორძაია, ნოე კორძაია, ალექსანდრე კრინიცკი, გრიგოლ ლაღიძე, ოლღა ლეკვეიშვილისა, სპირიდონ ლეკვეიშვილი, მარიამ ლაღიძე, ერმალო ლომიძე,, თამარ ლომიძე, ნინა ლომიძე, სოფიო ლორთქიფანიძისა, ანთიმოზ მაისურაძე, - ყველა მათგანს გადახდილი აქვს 1913 წლის საწევრო (3-3 მანეთი).

პირები
ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე ანტონ კილასონია არტემ დიმიტრის ძე კვაჭანტირაძე გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე დავით ბესარიონის ძე კვირკველია ვერა ბესარიონის ასული კორძაია ზაქარია პეტრეს ძე კოკოჩაშვილი იონა სოლომონის ძე კობახიძე ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე ლუჩია (ლუცია) იოსების ასული კოკოჩაშვილი მელქისედეკ (მექი) ისიდორეს ძე კობახიძე ნოე ლომინის ძე კორძაია ოლღა ბიქტორის ასული კლდიაშვილი სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი ბაგრატ დავითის ძე კიკნაძე სოფ(ი)ო იოსების ასული კიკაჩეიშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი ნიკო კილასონია გიორგი კილაძე ნესტორ კვარაცხელია მარიამ კონსტანტინოვისა სოფიო ლორთქიფანიძისა ნინა ლომიძე თამარა ლომიძე ერმალო ლომიძე ოლღა ლეკვეიშვილისა მარიამ ლაღიძე დავით სიმონის ძე კლდიაშვილი
წყარო

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წელს რაჟდენ ივანეს ძე კახიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 15 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი) ქუთაისის ფილიალთან შუამდგომლობს ელენე ჯინოვს: სთხოვს საჭიროებისამებრ დაეხმარონ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელზე დაარსებული ბიბლიოთეკის გამგეს.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს პ. კლიმიაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს სამსონ კლიმიაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ფარნა კუხალეიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს გრიგოლ კვალიაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 4 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის ასული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის სული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის 1893-1894 წლების ანგარიში კავკავის სკოლის შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელი თავს კერძო შემოწირულობებითა და საქველმოქმედო საშუალებებით ინახავდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიისადმი“ წარდგენილ კავკავის სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ქართული სასწავლებლის დაარსებამდე კავკაველი ბავშვები სიღარიბისა და რუსული ენის უცოდინრობის გამო იშვიათად შედიოდნენ საშუალო და პირველდაწყებით სასწავლებლებში სასწავლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავში ქართველი ბავშვებისთვის მთავრობის ნებართვით ოფიციალურად დააარსა პირველდაწყებითი სასწავლებელი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის პირველდაწყებითი ქართული სასწავლებელი საგნების სწავლების დროს ხელმძღვანელობდა კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის რჩევის მიხედვით გამოცემული და 1881 წლის 13 იანვარს კავკასიაში ხელმწიფის მიერ დამტკიცებული სამოსწავლო გეგმის მიხედვით.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, ალ. პ. სარაჯიშვილისა და ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის ანგარიშიდან გაირკვა, რომ 1888 წლის 14 მაისიდან 1894 წლის პირველ იანვრამდე სხვადასხვა წყაროდან კავკავის სასწავლებლის სასარგებლოდ შევიდა 15 310. 49 მანეთი, დაიხარჯა – 14 781. 42, რამდენიმე პირისთვის მისაცემი ჰქონდათ – 1 044. 47, შესაბამისად ვალი დარჩა – 523. 20 მან.