რეგისტრირებული ფაქტები50892
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში ბარბარე თეოდორეს ასული ყიფშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის ადგილის დაკავებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის სექტემბერში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ტელეგრამა, რომ ვერ იპოვეს კანდიდატი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლის თანამდებობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის სექტემბერში ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ალაგირის ქართველთა სკოლისთვის უფასოდ ან დაკლებული ფასით მიეცათ 30-30 ცალი „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“, 5 წერის დედანი, „რუსკოე სლოვოს“ მეთოდიკა (I ნაწილი), 96 ფანქარი, 200-200 ცალი ქართულის, რუსულისა და ხატვის რვეული, რომელთა საერთო ღირებულება 33. 74 მანეთი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის სექტემბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელი იოსებ ფორაქაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთში წასასვლელად გზის ფულს – 30 მანეთს და სექტემბერ-ოქტომბრის ხელფასს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში ანა კოლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა, დაენიშნათ მასწავლებლად საზოგადოების რომელიმე სკოლაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია სოფელ ძველი სენაკის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში ივანე კილაძე ქუთაისის საკვირაო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველის თანაშემწედ აირჩიეს ადგილობრივი მასწავლებელი ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი აფთიაქარი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის სექტემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე საქართველოში სტუმრად მყოფ ფრანგ მოგზაურთა და ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 63. 30 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 45 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე აბაშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის სურათების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე ბარბარე თეოდორეს ასულ ყიფშიძეს უარი უთხრა კავკავის სკოლის მასწავლებლობაზე, რადგან ქალი მასწავლებლის ადგილი არ ჰქონდათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ტიტე კახიძის ტელეგრამა მასწავლებლის კანდიდატის თაობაზე და გადაწყდა გამოეცხადებინათ, რომ კავკავის სკოლაში იყო თავისუფალი ადგილი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა მასწავლებელ მიხეილ სიმონის ძე შარაშიძის მოთხოვნა 1891-1899 წლების ნამსახურობის მოწმობის მიცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში იგი სკოლის საქმეს კარგად უძღვებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ტიტე კახიძის თხოვნა ალაგირის ქართველთა სკოლისთვის 33. 74 მანეთის სასკოლო წიგნებისა და ნივთების შეღავათიან ფასად მიცემის შესახებ. გამგეობამ ნივთების უფასოდ მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ძმებ კ. და ს. თავართქილაძეების თხოვნა სამასი მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დაევალა, ცნობაში მიეთითებინა საზოგადოების ანგარიში თავართქილაძეებთან დაკავშირებით.