ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა საკომერციო სასწავლებლის ახლად დანიშნული ინსპექტორი იაროსლავ სვატოვი, რომელიც იქამდე დროებით დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფ. შილდის სამკითხველოსთვის თანხა გაიღეს ესტატე მირიანაშვილმა, ილიკო წერეთელმა, დავით თურმანიძემ და სოლომონ დოლიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ შილდის სამკითხველოსთვის თანხა გაიღეს ნინო მირიანოვმა, ვასილ ჯაფარიძემ და დათია მირიანაშვილმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის საქალაქო სკოლების სამეურნეო ნაწილის გამგე ფირუმოვმა საქალაქო სკოლების კომისიას აცნობა, რომ III საქალაქო გიმნაზიის სამზრუნველო თანახმა იყო, ქალაქისათვის საკუთარი სახლი (ბებუთოვის ქ.) სოლოლაკის სკოლისთვის მიექირავებინა. ფირუმოვი თვლიდა, რომ სამზრუნველოს სახლი უნდა შეეკეთებინათ, რომ გაქირავება შესძლებოდათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნინო სოლომონის ასულმა მირიანაშვილმა სოფ. შილდის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად თანხა შეაგროვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექანდრა აბაშიძისამ ზესტაფონის სამკითხველოს სასარგებლოდ საცეკვაო საღამო გამართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის მთავარ მმართებლის გრიგოლ გოლიცინის ნებართვით სოფ. ავლევის ქსენონს საერობო თანხიდან 600 მან. გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბორჩალოში გადამდები დაავადების გაჩენის გამო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი საჭირო ზომების მისაღებად გაგზავნეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქისთავმა ე. გ. ფრიდონოვმა კავკასიის გამოფენის კომისარს მისცა პირობა, რომ ადგილობრივი სოფლის მუშა-მეურნეთა საუკეთესო ექსპონატების დასაჯილდოვებელი მედლების შესაძენად ფულს შესწირავდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხიდისთავის სამკითხველოს გამგემ, ანტონ რამიშვილმა მადლობა გადაუხადა ივანე ოქროპირის ძე კალანდაძეს სოფ. ხიდისთავის უფასო სამკითხველოსთვის 5 ცალი ქართული და 10 რუსული წიგნი გადაცემის გამო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ერასტი ჩოლოყაშვილმა კავკასიის საგამოფენო კომისიას გამოფენაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე კომიტეტმა ა ე. გ. ფრიდონოვს თანხის შეწირვისთვის მადლობა გამოუცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნ. მ. ჩიჩუამ ხიდისთავის სამკითხველოს შესწირა წიგნი ბუნების საუცხოო მოვლენების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და პატარა კახის სურათი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, ალექსანდრე ჯაბადარმა და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა წიგნები შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 15 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძისამ, სოფიო ვასილის ასულმა ამირეჯიბისამ და ნინო სვიმონის ასულმა აბაშიძემ წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნინო ელიზბარის ასულმა ქობულოვისამ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ათი მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ეგნატე იოსელიანმა და ედმუნდ სობესტიანსკიმ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძემ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ლევან ლომთათიძემ ხიდისთავის სამკითხველოს ლათინური გრამატიკის წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ თუმანი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს დავით კობიაშვილმა, ლაზარე მაისურაძემ, ივანე რაზმაძემ, გიორგი მანთაშოვმა და იოსებ იმედაშვილმა წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ნინო ნიკოლოზის ასულმა ზურაბიშვილისამ, მარიამ მიხეილის ასულა ლასხიშვილმა, ნატალია მერაბის ასულმა ცაგარელმა და ეკატერინე ჯანიევმა წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მაკრინე იოსების ასულმა წერეთლისამ ხატი გადასცა.