რეგისტრირებული ფაქტები51315
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეპუტაციის წევრებს – ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილი-წერეთლისას, დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილს, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილს, ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძეს, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილს, პეტრე ბესარიონის ძე კიზირიასა და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას – დაევალათ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ დარჩენილიყო საზოგადოების თავმჯდომარედ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეპუტაციის წევრებად დაასახელეს: საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გუბერნიის მარშალი დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავადი იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი, დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი, პეტრე ბესარიონის ძე კიზირია და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა წიგნებისა და სახემძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ განყოფილებები ძველი წლების დარჩენილ საპროცენტო გადასახადს 10 %-ის ოდენობით ნელ-ნელა გადაიხდიდნენ სამი წლის განმავლობაში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების განყოფილება შეკრებდა და დახარჯავდა საწევრო გადასახადს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა მხარი დაუჭირა გამგეობის წინადადებას განყოფილებებისთვის ყოვეწლიური 10 %-იანი საპროცენტო გადასახადი დაეწესებინათ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ განყოფილებებისთვის საპროცენტო გადასახადი 5 % არ დააწესა, რადგან დაბალი პროცენტით გამგეობის შემოსავალი შემცირდებოდა და იგი ვეღარ შეძლებდა დაბალშემოსავლიანი განყოფილებების დახმარებას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო გამგეობას განყოფილებებისთვის გარკვეული ოდენობის, თუნდაც 10 % ყოველწლიური გადასახადი განესაზღვრა, რათა მას შემოსავალი ჰქონოდა და საჭიროების შემთხვევაში სხვა განყოფილებებს დახმარებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მაღალშემოსავლიანმა განყოფილებამ საერთოდ არ გადაიხადა საპროცენტო გადასახადი ან უფრო ნაკლები გადაიხადა, ვიდრე დაბალშემოსავლიანმა განყოფილებამ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამგეობასა და განყოფილებებს შორის უფრო მეტი კავშირის დასამყარებლად, საპროცენტო გადასახადი 10 %-ის ოდენობით განყოფილების წლიური საერთო შემოსავლიდან უნდა გამოყოფილიყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ ვინაიდან განყოფილებებს თავიანთი ბევრი სხვადასხვა ხარჯი ჰქონდათ დასაფარი, უფრო სამართლიანი იქნებოდა საპროცენტო გადასახადი გამოყოფილიყო არა წლიური საერთო შემოსავლიდან, არამედ ნაშთიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე. რწმუნებულები: ნინო ელიავა, უშანგი ელიავა, სილიბისტრო თავართქილაძე, გ. ბახტაძე, მინადორა ტოროშელიძე.