რეგისტრირებული ფაქტები44498
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ მოსამსახურე პირების გასამრჯელოს გასასტუმრებლად და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, გამგეობის თანხმობით, პრეზიდიუმმა გაყიდა 900 000 მანეთის საბეჭდი ქაღალდი და მაღაზიაში დარჩენილი შუშები 2 505 000 მანეთისა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მოსამსახურე პირებისთვის უნდა მიეცათ იმდენივე გასამრჯელო და სურსათის ღირებულების ტოლფასი თანხა, რაც ჰქონდათ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით, რომ თავის წიგნს შესაბამისი პროცენტის დაკლებით საზოგადოების მაღაზიაში მიიტანდა გასაყიდად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით თუკი თავისი წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხით, პირველ რიგში, საზოგადოების ვალს გაისტუმრებდა, დარჩენილ თანხას კი თავად აიღებდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად ერთდროული დახმარების შესახებ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად დაამტკიცეს ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძის ნაცვლად სხვა კანდიდატის არჩევის საკითხი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის ერთდროული დახმარების სახით მიეცათ ორი მილიონი მანეთი მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა ერთდროული დახმარების შესახებ. მას საავადმყოფომ მხოლოდ 500 000 მანეთი მისცა, რაც არ კმაროდა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. ხარჯი 8 მილიონ მანეთზე მეტი იყო.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის გადახდილი გასამრჯელო შეადგენდა 11 320 000 მანეთს, ხოლო სურსათის ხარჯი – 10 000 მანეთს, სულ – 21 320 000 მანეთს. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ პრეზიდიუმმა ზოგიერთ მოსამსახურე პირს დაწესებულ ნორმაზე ნაკლები გასამრჯელო მისცა, ზოგს კი – მეტი. ანაზღაურება გაანაწილეს იმის მიხედვით თუ ვინ უფრო მეტს მუშაობდა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ პრეზიდიუმმა მოსამსახურე პირებს ახალი ტარიფის შესაბამისად 1–ლი იანვრიდან გაუზარდა გასამრჯელო, რაც დადასტურებული იყო პროფესიული კავშირის მიერ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ იძულებულები იყვნენ სამხედრო სტამბის ვალის დასაფარად 7 აზმა ქაღალდი გაეყიდათ 6 722 000 მანეთად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ იძულებულები იყვნენ მიმდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ 42 აზმა ქაღალდი 34 965 000 მანეთად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ საქართველოს ღარიბი მოქალაქეების დასახმარებლად უნდა გადაედოთ გარკვეული ოდენობის თანხა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.