რეგისტრირებული ფაქტები44961
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობა რევოლუციურ კომისარიატს განუწყევტლივ სთხოვდა საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ზოგიერთი წიგნის ბეჭდვა შეჩერდა სტამბის დაკეტვის გამო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა და ზოგიერთი დაბეჭდა, მაგ.: დუტუ მეგრელის თხზულება „ბუნება სკოლაში“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობამ რევოლუციურ კომისარიატს სთხოვა „დედა ენის“ გამოცემის უფლება მიეცა, მაგრამ არ დართეს ნება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობამ გადაწყვიტა კვლავ გაეგრძელებინა წიგნების გამოცემა, თუმცა დაბრკოლდნენ, რადგან რევოლუციური კომიტეტის კოლეგიამ დართო ნება გამოეცათ „ხევისბერი გოჩა“, მაგრამ პოლიგრაფიულმა განყოფილებამ უთხრა უარი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როდესაც განათლების კომისრის დადგენილება გამოიცა, რომ ყველა კულტურული დაწესებულება მის განკარგულებაში იქნებოდა, მთავრგამგეობამ კომისარიატს ჰკითხა თუ რას ნიშნავდა მათი ეს განცხადება, რაზეც უპასუხეს, რომ საზოგადოებას თავისი საქმიანობა კომისარიატთან შეთანხმებით უნდა გაეგრძელებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს წარუდგინეს მოხსენება, რომლითაც გააცნეს საზოგადოების მიზანი და სთხოვეს დახმარებოდნენ სტამბით, ფართით და ხელი შეეწყოთ ქაღალდის შოვნაში, თუმცა კომიტეტისგან პასუხი არ მიუღია მთავარგამგეობას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილს უპასუხა, რომ „დედა ენის“ ნაცვლად სხვა წიგნის შედგენის საკითხი არ იყო გარკვეული. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ წიგნი იბეჭდებოდა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილმა აღნიშნა, რომ 1921 წლის 3 ივლისის საზოგადოების კრების ოქმში გამოტოვებული იყო მისი კითხვა „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრების შესახებ, რომლებმაც „დედა ენის“ ნაცვლად ანბანი შეადგინეს და სათანადო უწყებას წარუდგინეს შესაფასებლად. ტარუაშვილს სურდა გაეგო რა ეტაპზე იყო აღნიშნული საკითხის განხილვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვარის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 1921 წლის 3 ივლისის კრების ოქმი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გააცნო დღის წესრიგი: რწმუნებულთა საზოგადო კრების ოქმის დამტკიცება; მთავარგამგეობის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ და საზოგადოების ახლადშეცვლილი და შესწორებული პროექტის განხილვა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 8 იანვარის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების მდივნად აირჩიეს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრება, რომელიც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრებას დაესწრო 20 რწმუნებული.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ქალაქების განყოფილება დასამტკიცებლად უდგენდა გამგეობას თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ქალაქების განყოფილების ორგანიზაცია, მართვა–გამგეობა და უფლება–მოვალეობები ისეთივე იყო, როგორც საზოგადოებისა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილება შეიძლებოდა დაარსებულიყო ქალაქებში, სადაც უამრავი წევრი საქმიანობდა. ქალაქების განყოფილება იმავე საქმიანობით იქნებოდა დაკავებული, რითიც საზოგადოება. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრებას შეეძლო გაეზარდა ან შეემცირებინა განყოფილებების საწევროს ოდენობა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა შესთავაზა წინადადება, იმ შემთხვევაში თუ განათლების კომისარიატი რაიმე მიზეზის გამო შეუძლებლად მიიჩნევდა წიგნსაცავ–მუზეუმების ახალი საზოგადოების გამგებლობაში დატოვებას, მაშინ კრებას დაედგინა, რომ წიგნსაცავ–მუზეუმები გადაეცათ საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიას ევალებოდა თავისი შენიშვნები ეთქვა გამგეობისთვის, რათა მომავალში გაეთვალისწინებინათ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრი თუ ქალაქის განყოფილების წევრობასაც მოინდომებდა დამატებით გადაიხდიდა საწევროს, რაც საზოგადოების საწევროს 50%–ს უდრიდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ავადმყოფობის ან სხვაგან ყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებდა გამგეობის ის წევრი, რომელსაც წევრების უმრავლესობა აირჩევდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე აწარმოებდა ყველა მიწერ–მოწერას გამგეობის სახელით. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.